კიევში ჰომოსექსუალისტების მარში გაიმართა

ლგბტ მარში კიევში. ფოტო: m.censor.net

ლგბტ-მარშის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნაა № 5488 კანონპროექტის მიღება, რომელიც განახორციელებს ახალ პასუხიმგებლობას ლგბტ დისკრიმინაციის გამო.

19 სექტემბერს კიევში გაიმართა ლგბტ-მარში KyivPride-2021, რომელიც დაიწყო 11.00 და გაგრძელდა საათნახევარი, იუწყება strana.ua.

სამართალდამცავებმა შემოსაზღვრეს და გადაკეტეს ქუჩები, რომლებზეც ჩაიარა ლგბტ-მონაწილეთა კოლონამ. აქციის დაწყების წინ სამართალდამცავებმა დააკავეს ცხრა ადამიანი 18-დან 48 წლამდე, რომლებიც მონაწილეებისთვის   ფეკალიებით სავსე პრეზერვატივების დაშენას აპირებდნენ.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 8 ათასმა ადამიანმა, მაგრამ პოლიციის ანგარიშით მარშზე მხოლოდ 3 ათასამდე ადამიანი იყო.

მარშის მონაწილეები სკანდირებდნენ: «Бунтуй, вставай, права не отдавай» (აჯანყდი, ადექი, უფლებეი  არ დაკარგო) და «Права человека – превыше всего» (ადამიანის უფლებები ყველაფერზე მაღლა დგას).

ლგბტ-მარშის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნაა № 5488 კანონპროექტის მიღება, რომელიც განახორციელებს ახალ პასუხიმგებლობას ლგბტ დისკრიმინაციის გამო. მინისტრთა კაბინეტმა კანონპროექტი რადაში ჯერ კიდევ მაისში შეიტანა, მაგრამ „თანასწორობის მარშამდე“ ცოტა ხნით ადრე ის ჩართეს დღის წესრიგში და უახლოეს მომავალში გეგმავენ მის განხილვას. 

ლგბტ-მარშში სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს: კანადის ელჩმა უკრაინაში რომან ვაშჩუკმა, ევროპარლამენტის დეპუტატმა რებეკა ჰარსმა, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ნეფედოვმა.

თანასწორობის მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ უფლებების დასაცავად შეიკრიბნენ შევჩენკოს პარკში. ორგანიზაციების „ტრადიცია და წესრიგის“, „მარჯვენა სექტორისა“ და „ქრისტიანული ფრონტის“ წარმომადგენლებმა დადგეს რამდენიმე კარავი და ითხოვდნენ ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას. მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ „სოდომი - ჯოჯოხეთის გზაა“.

ლგბტ-მარშის წინ წარსდგა სახალხო დეპუტატი ჯგუფიდან „მომავლისთვის“ ვიქტორ მიალიკი პლაკატით „ღმერთი, უკრაინის კონსტიტუცია და ადამიანის ბუნება ქვეყანაში ლგბტ-ს წინააღმდეგ“.

უცნობი  ქალი  აგრეთვე ცდილობდა ლგბტ-კოლონის შეჩერებას, ის დაწვა მარშის მონაწილეთა წინ და ამის გამო მოძრაობა დროებით შეჩერდა. ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და ის იქედან გამოიყვანეს.

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, ხარკოვში ჩატარდა ლგბტ-მარში „ხარკოვ პრაიდი“.

საკვანძო სიტყვები: ლგბტ, კიევი
თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus