ფანარიონის პრეტენზიები პირველობაზე ანტიკანონიკურია, - კვიპროსის იერარქი

მიტროპოლიტი ნიკოფორე. ფოტო: zen.yandex.ru

კიკოს მიტ.ნიკიფორემ ხაზი გაუსვა, რომ თავისი ისტორიის 2000 წლის განმავლობაში მართლმადიდებელ ეკლესიას არც ერთ ეპისკოპოსისთვის არ მიუნიჭებია ეკლესიის თავის ტიტული.

2021 წლის 16 სექტემბერს კონფერენციაზე „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“, რომელიც ონლაინ-რეჟიმში ტარდებოდა, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის კიკოსა და ტილირიის მიტროპოლიტმა ნიკიფორემ განაცხადა, რომ მართლმადიდებლობა აღიარებს ეკლესიის მხოლოდ ერთ თავს - იესო ქრისტეს, იუწყება საიტი «Патриархия.ру».

კიკოსა და ტილირიის მიტროპოლიტმა ნიკიფორემ, რომლის მოხსენება ვიდეოკავშირით წაიკითხა არქიმანდრიტმა სერაფიმემ (გავრიკოვმა), აღნიშნა, რომ მსოფლიო პატრიარქის ამბიციები უკვე მთელ ეკლესიაზე ვრცელდება. 

 „არსობრივად, ის გამოხატავს  პრეტენზიებს, რომ ჩაერიოს ყველა ადგილობრივი  მართლმადიდებელი საპატრიარქოსა და ავტოკეფალური  ეკლესიის შიდა ცხოვრებაში,“ - ხაზი გაუსვა კვიპროსის ეკლესიის იერარქმა.

გარდა ამისა, ამტკიცებს მიტროპოლიტი ნიკიფორე, ისტორიისა და წმინდა კანონების თვალსაზრისით კრებითი ეკლესიის მეთაურობის საკითხზე, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი უეჭველი პასუხი: „თავისი ისტორიის 2000 წლის განმავლობაში მართლმადიდებელ ეკლესიას არც ერთ ეპისკოპოსისთვის არ მიუნიჭებია ეკლესიის თავის ტიტული და კომპეტენციები“.

 „შესაბამისად, ნათელია, და ამის დასაბუთება შესაძლებელია ისტორიულად, კანონიკურად, დოგმატურად - ხატწერის ტრადიციიდან და მამათა შრომებიდან გამომდინარე  - რომ არც ერთ წინამძღოლს, პატრიარქს ან ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს არ ძალუძს შეცვალოს ეკლესიის ერთადერთი მუდმივი თავი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ეკლესიას, თავისი კრებითობიდან და კათოლიკურობიდან გამომდინარე, არ ჰყავს სხვა თავი, გარდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ.

მან აღნიშნა, რომ მართლმადიდებლობაში უმაღლეს კანონიკურ ძალაუფლებას ეკლესიის მსოფლიო კრება წარმოადგენს და არა რომელიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი.

 „ძველთაგანვე ეკლესიაში სწამდათ მსოფლიო კრების, როგორც ეკლესიის შეურყვნელი და უმაღლესი ინსტიტუტის და ეკლესიოლოგიურად მას ასე აფასებდნენ“ - დაასკვნა კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავარმა.

მანამდე მჟკ წერდა, რომ, სებასტიის არქიეპისკოპოს თეოდოსის სიტყვებით, წმინდა მიწაზე მხოლოდ უმე-ს აღიარებენ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus