წმინდა მიწაზე მხოლოდ უმე-ს აღიარებენ, - იერუსალიმის საპატრიარქოს იერარქი

არქიეპისკოპოსი თეოდოსი. ფოტო: almanar.com.lb

სებასტიის არქიეპისკოპოსი თეოდოსი ყვებოდა უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს ლოცვის შესახებ უკრაინაში განხეთქილების დაძლევისთვის.

2021 წლის 16 სექტემბერს კონფერენციაზე „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“, რომელიც ტარდებოდა ონლაინ-რეჟიმში, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის სებასტიის არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე მხოლოდ ერთადერთ უკრაინის კანონიკურ ეკლესიას ცნობენ - უმე-ს, იუწყება საიტი «Патриархия.ру».

არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა, კონფერენციაზე გამოსვლისას, გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ და აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე დაუღალავად ლოცულობენ განხეთქილების დაძლევის გამო და აღიარებენ მხოლოდ ერთადერთ კანონიკურ ეკლესიას უკრაინაში - უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მეთაურს - კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს. 

არქიეპისკოპოსი თეოდისი ყვებოდა, რომ იერუსალიმში უფლის საფლავთან მის უნეტარესობასთან ერთობლივი მსახურების დროს, მიტროპოლიმა ონოფრემ „აღაპყრო ხელები და თვალცრემლიანი ლოცულობდა, რომ შეწყდეს ეს კრიზისი და ღმერთმა მშვიდობა მიმადლოს უკრაინის ეკლესიას“. 

 „ჩვენ სიყვარული, ლოცვა და მსოფლიო მართლმადიდებლობის ჩვენი საერთო მომავლის იმედი გვაერთიანებს“, - დაასკვნა არქიეპისკოპოსმა თეოდოსმა. 

მანამდე მჟკ წერდა, რომ, ბაჩის ეპისკოპოსის ირინეოსის სიტყვებით, მეუ-ს ავტოკეფალია - ეკლესიის ერთობის დანგრევის საშუალებაა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus