მიტ. სერგეი ხელმძღვანელობდა როვნოში მიტროპოლიტ ბართლომეს პანაშვიდს

როვენის და ოსტროჟის ახალშესვენებული მიტროპოლიტის პანაშვიდი. ფოტო: news.church.ua

დამშვიდობების შემდეგ ახალშესვენებულ მიტროპოლიტ ბართლომეს ცხედარს მის სამშობლოში, ვოლინში, სოფელ გოროდნეეში გადაასვენებენ, სადაც მას ანდერძის თანახმად დაკრძალავენ.

2021 წლის 17 სექტემბერს ტერნოპოლისა და კრემენცის მიტროპოლიტმა  სერგეიმ უხელმძღვანელა როვენის და ოსტროჟის ახალშესვენებული მიტროპოლიტის პანაშვიდის და საღვთო ლიტურგიას, გვატყობინებს უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

მღვდელმთავართან გამოთხოვება შედგა როვნოში  ნიკოლაევის ქალაქის ქალთა მონასტრის გეორგიევსკის ტაძარ-მეტოქში.

მიტროპოლიტ სერგეისთან ერთად იმსახურა ოვრუჩისა და კოროსტენის მიტროპოლიტმა ვისარიონმა, პოლესისა და სარნენსკის მიტროპოლიტმა ანატოლიმ, ვლადიმირ-ვოლინსკისა და კოველის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა, ბუჩანისა არქიეპისკოპოსმა პანტელეიმონმა, გოროდნიცკის არქიეპისკოპოსმა ალექსანდრემ, იუჟნენის არქიეპისკოპოსმა დიოდორმა, ლადიჟენსკის არქიეპისკოპოსმა სერგეიმ, დუბენსკის ეპისკოპოსმა პიმენმა, ზგუროვის ეპისკოპოსმა ამბროსიმ, კამენ-კაშირის ეპისკოპოსმა ათანასემ.

ღვთიმსახურებისთვის ლოცულობდა უმე-ს სხვადასხვა ეპარიის სამღვდელოება, ბერ-მონაზვნობა და მორწმუნეები.

ღვთიმსახურების ბოლოს წაიკითხეს უწმინდესი პატრიარქის კირილესა და უნეტარესი მიტროპოლიტ ონუფრის სამძიმარი.

როვნოში დამშვიდობების შემდეგ ახალშესვენებულ მიტროპოლიტ ბართლომეს ცხედარი მის მშობლიურ მხარეში, ვოლინის ოლქის ლუბომლსკის რაიონის სოფელ გოროდნეეში გადაასვენეს, სადაც მას ანდერძის თანახმად, დაკრძალავენ.

როგორც მჟკი წერდა, მიტროპოლიტი ბართლომე (ვაშჩუკი) უფალს მიებარა 2021 წლის 15 სექტემბერს, 68 წლის ასაკში. ბოლო წლებში მღვდელმთავარი მძიმედ იყოდ ავად, მაგრამ მას არ მიუტოვებია საეკლესიო მსახურება. მეუფემ მშვიდად განისვენა, ეზიარა რა ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

როვენის ეპარქიის დროებითი მმართველად უმე-ს წინამძღოლმა დანიშნა დუბენის ეპისკოპოსი პიმენი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus