მოსკოვში პრეზენტაცია გაუკეთეს კრებულს კიევის მიტ. რმე-თან გაერთიანებაზე

პრეზენტაცია კიევის მიტროპოლიის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაერთიანება: new.mospat.ru

გამოცემა, რომელიც მომზადდა საეკლესიო-სამეცნიერო ცენტრის „მართლმადიდებლური ენციკლოპედია“ მიერ, გახდა ისტორიულ-კანონიკური პასუხი უ. კ - ს საპატრიარქოს მოქმედებებზე.

2021 წლის 16 სექტემბერს  მოსკოვში კონფერენციის ფარგლებში „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთიანობა მართლმადიდებლური მოძღვრების ჭრილში“, შედგა კრებულის პრეზენტაცია „კიევის მიტროპოლიის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაერთიანება. 1676-1686 წლები. კვლევები და დოკუმენტები“, გვატყობინებს მს სსკგ-ს საიტი.

კრებული, რომელიც მომზადდა საეკლესიო-სამეცნიერო ცენტრის - „მართლმადიდებლური ენციკლოპედია“ - მიერ, გახდა ისტორიულ-კანონიკური პასუხი მოვლენებზე, რომელიც უკავშირდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებებს უკრაინაში, რომელმაც „გააუქმა“ 1686 წლის სინოდალური გადაწყვეტილება კიევის მიტროპოლიის რმე-ს იურისდიქციაში გადასვლის თაობაზე და ავტოკეფალია მიანიჭა უკრაინელ განხეთქილებაში მყოფებს.

გამოცემაში არის 246 დოკუმენტი, რომელთაგან 200 ადრე არ გამოქვეყნებულა.

როგორც აღნიშნა მს სსკგ-ის მეთაურმა, ვოლოკალამის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი), რომელიც ხელმძღვანელობდა კრებულის პრეზენტაციას, ეს დოკუმენტების ყველაზე სრული კრებულია კიევის მიტროპოლიის რმე-თან გაერთიანების თაობაზე, რომელიც ასევე მოიცავს იმ პერიოდის იერარქების, სამღვდელოების, ბერ-მონაზვნებისა და ერისკაცების მტკიცებულებებს. იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს თვითმხილველთა ცოცხალი ხმებია, რომლებზეც შეიძლება სახარების სიტყვებით ვთქვათ: „ესენი, რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს“ (ლუკ. 19:40).

„ჩვენს მიერ გამოცემული დოკუმენტების კორპუსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არც რუსი დიპლომატების კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებში კიევის მიტროპოლიის გადაცემის საკითხის თაობაზე, არც მარცხენა სანაპიროს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და მღვდელმთავრებს შორის მიმოწერაში, არც თავად კონსტანტინოპოლის დოკუმენტებში, რომლებიც ამ გადაცემას ადასტურებენ, არ იყო საუბარი მის, თითქოსდა, დროებით ან შეზღუდულ ხასიათზე - განმარტავს მიტროპოლიტი ილარიონი. - მხოლოდ 2018 წელს, უკრაინაში მისი უკანონო შეჭრის წინ, კონსტანტინოპოლა სცადა 1686 წლის აქტის გადახედვა და მისი თითქოსდა, დროებითად გამოცხადება, უკიდურესი აუცილებლობის გათვალისწინებით, რომელიც მოსკოვის პატრიარქს ნებას რთავდა კიევის მიტროპოლიტების ხელდასმაზე. ამასთან, ფანარიონის თანამედროვე ისტორიული არგუმენტები, მინიმუმ, გაკვირვებას იწვევს“.

მს სსკგ-ის მეთაურის აზრით, თავისუფალი და ობიექტური სამეცნიერო-ისტორიული დისკუსიის შესაძლებლობა, რომელზეც კონსტანტინოპოლმა პირდაპირ თქვა უარი 2018 წელს, დღეს მაინც ნარჩუნდება და „ჩვენთვის ცნობილია, რომ მსგავსი სახის გამოცემა  - თუნდაც ნაკლებად ფუნდამენტური და წარმომადგენლობითი - მზადდება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხარდაჭერით. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გამოცემა ბიძგი მისცა დისკუსიას - რაოდენ მიკერძოებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ოპონენტების რეაქცია - არა მხოლოდ რუსული ეკლესიის ისტორიისთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობისთვის მნიშვნელოვან თემას“.

შემდეგ პრეზენტაციაზე გამოვიდა საეკლესიო-სამეცნიერო ცენტრის „მართლმადიდებლური ენციკლოპედია“ ხელმძღვანელი სერგეი კრავეცი, რომელმაც განაცხადა გამოცემაზე მუშაობის თაობაზე და შეგვახსენა, თუ რამდენად რთულ ისტორიულ პირობებში ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება კიევის მიტროპოლიის რმე-ში დაბრუნების თაობაზე.

ვიდეოკავშირის მეშვეობით პრეზენტაციის მონაწილეებს ასევე მიმართა უმე სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლოზ დანილევიჩმა, რომელმაც აღნიშნა გამოცემის მნიშვნელობა და მისი მომზადების უდიდესი სამუშაო. უმე-ს სპიკერი გვატყობინებს, რომ კრებული უკვე წარმოდგენილია კიევში და მან დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ეკლესიური ხალხის დონეზეც.

„ორ წელზე მეტი გავიდა ჩვენთვის ტრაგიკული მოვლენებიდან. ახლა, როცა ვნებები ჩაცხრა და დაშოშმინდა, დადგა მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობებში კრიზისული თემების, ეკლესიოლოგიური საკითხების მშვიდად გააზრების, საეკლესიო და არა პოლიტიკური გზებით სიარულის დრო. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეკლესიის ისტორია გრძელდება. და უნდა გადაწყდეს პრობლემები, რომელიც მომწიფდა“, - ხაზი გაუსვა უმე-ს მღვედლმსახურმა.

მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში დაიწყო მუშაობა კონფერენციამ ეკლესიაში პირველობისა და ერთიანობის თემაზე. გახსნაზე რმე-ს წინამძღოლმა ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიის მეთაური არის ქრისტე და არა კონსტანტინოპოლის პატრიარქი და მოუწოდა საღვთისმეტყველო შეფასება მიეცეს ფანარიონის მეთაურის მოქმედებებს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus