რმეს-ის წინამძღოლი: ეკლესია არ იძლევა რჩევებს ვაქცინაციის თაობაზე

აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტი ილარიონი. ფოტო: religions.unian.net

აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტმა ილარიონმა (კაპრალი) ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის აცრის გაკეთება ან არგაკეთება არის ადამიანის თავისუფალი არჩევანი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ არ აძლევს თავის მრევლს არანაირ რჩევას კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რმეს-ის წინამძღოლმა აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტმა  ილარიონმა (კაპრალი) განაცხადა რია-ნოვოსტის კომენტარში.

მან ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინაცია „ადამიანების თავისუფალი არჩევანია“ და ეკლესია ამის თაობაზე რჩევას არ იძლევა. ამასთან, ის თვლის, რომ „ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ ვაქცინაციის“.

მიტროპოლიტის სიტყვებით, პანდემია აისახა საეკლესიო ცხოვრებაზე, მაგრამ ამ ცვლილებებს არ შეიძლება ვუწოდოთ პრინციპული.

„პანდემიის დასაწყისში ადამიანებს არ შეეძლოთ ტაძრებში სიარულიც კი, მაგრამ მათ ახლა ასეთი შესაძლებლობა აქვთ“, - დაამატა რმეს-ის წინამძღოლმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში რმეს-ის 100 წლის იუბილის გადატანა იქნა შემოთავაზებული.

მჟკ ასევე წერდა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია კორონავირუსის ვაქცინაციის თაობაზე განმარტა საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონიმ (პაკანიჩი).

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus