რადიკალებმა აქცია გამართეს უმე-ს ტაძრების მშენებლობის წინააღმდეგ

«მემარჯვენე სექტორის» აქცია ლვოვში. ფოტო: facebook.com/Правий-Сектор-Львівщина

ლვოვის „მემარჯვენე სექტორი“ იმუქრება „მიიღოს რადიკალური ზომები“ მეწარმის მიმართ, რომელიც დახმარებას უწევს მეუ-ს რეიდერობიდან დაზარალებულ უმე-ს თემებს ააგონ ტაძრები.

2021 წლის 15 სექტემბერს „მემარჯვენე სექტორის“ ადგილობრივი ბირთვი ლვოვში ატარებს აქციას ახალი ტაძრების მშენებლობის წინააღმდეგ  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემების საეკლესიო რეიდერებისგან დაზარალებულებისთვის, გვატყობინებენ ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდზე.

„მემარჯვენე სექტორის“ აქტივისტები მივიდნენ „ბრსმ-ნაფტას“ ერთ-ერთ გასამართ სადგურზე და ის გააჟღერეს „მოთხოვნები“.

რადიკალების ლიდერებმა ჩვეულებრივი თეზისები წარმოთქვეს იმის შესახებ, რომ თითქოსდა, უმე აწარმოებს მავნებლურ საქმიანობას და ომს ძმათამკვლელს უწოდებს. ერთ-ერთმა აქტივისტმა თავისი უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მეცენატ ანდრეი ბიბას მეშვეობით მხოლოდ ბოლო ხანებში დასავლეთის ოლქებში აიგო უმე-ს 10 ტაძარი. „მემარჯვენე სექტორის“ წევრების მტკიცებით, მეცენატმა ისინი ააგო „მღვდლებისთვის, რომელთა მრევლიც მეუ-ში გადავიდა, ამდენად ეხმარება რა რმე-ს ფილიალს შეინარჩუნოს თავისი გავლენა უკრაინელებზე“.

„მემარჯვენე სექტორი“ ასევე მიმართავს უკრაინის ძალოვან სტრუქტურებს მოთხოვნით „მიაქციონ ყურადღება“  საწარმოს, რომლებიც აფინანსებენ მათთვის საძულველ უმე-ს.

„ჩვენ მივმართავთ რადიკალურ ზომებს, თუ არ გაიგებენ ჩვენს ხმას“, - დაიმუქრნენ „მემარჯვენე სექტორში“.

როგორც მჟკ გვატყობინებდა, „მემარჯვენე სექტორის“ კაპელანს 7 წელი მიუსაჯეს ძარცვისთვის.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus