უმე-ს იერარქები გამოვიდნენ მოხსენებებით კონფერენციაზე ეკლესიაში პირველობაზე

ბელოგოროდის ეპისკოპოსის სილვესტერის გამოსვლა. ფოტო: patriarchia.ru

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში მართლმადიდებლობაში პირველობისა და ერთიანობის შესახებ.

2021 წლის 16 სექტემბერს ბელოცერკოვისა და ბოგოუსლავის მიტროპოლიტმა ავგუსტინემ და კსადს-ის რექტორი, ბელგოროდის ეპისკოპოსი სილვესტრი გამოვიდნენ მოხსენებებით კონფერენციაზე „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და ერთიანობა მართლმადიდებლური მოძღვრების ჭრილში“, რომელიც ტარდება მოსკოვში, გტვატყობინებს მს სსკგ.

ფორუმის პლენარულ სხდომაზე კიევის სასულიერო აკადემიის რექტორმა, ეპისკოპოსმა სილვესტრმა გვითხრა იმის თაობაზე, თუ როგორი გავლენა მოახდინა  უშუალოდ პირველობის თაობაზე ფანარიონის სწავლებამ ახალშექმნილი მეუ-ს ფუძემდებლურ დოკუმენტებზე. მეუფემ ვიდეოკავშირის მეშვეობით წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პირველობის თაობაზე მოძღვრების ასახვა მეუ-ს დოკუმენტებში“.

მიტროპოლიტმა ავგუსტინემ ასევე  ონლაინ-ფორმატში წარმოადგინა მოხსენება „კანონიკური კოლიზია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩარევაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საკითხებში“.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვა ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლებიც. ასე, მაგალითად, მოხსენება წარმოადგინეს ბაჩისა ეპისკოპოსმა ირინეიმ (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია) „საეკლესიო ავტოკეფალია გუშინ და დღეს“ და გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრეიმ (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია) „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის ისტორიის ზოგიერთი საკითხის მოკლე მიმოხილვა“.

კიკიისა და ტილირიკიის მიტროპოლიტ ნიკოფირეს ( კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია) მოხსენება წაიკითხა ტამასოსა და ორინიის მიტროპოლიტმა არქიმანდრიტმა სერაფიმემ (გავრიკოვი).

კონფერენციის მონაწილეებისა და სტუმრებისადმი ვიდეომიმართვა გაგზავნეს სებასტიის არქიეპისკოპოსმა ფეოდოსიმ (იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია) და კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა ტამასოსის მიტროპოლიტმა ესაიამ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, კონფერენციის გახსნისას, პატრიარქმა კირილემ განაცხადა, რომ დროა საღვთისმტყველო შეფასება მიეცეს ფანარიონის მოქმედებებს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus