დროა მიეცეს ფანარიონის ქმედებებს საღვთისმეტყველო შეფასება-პატრიარქი კირილე

ფანარიონის მეთაური მატ მიერ აღიარებული უკრაინელი სქიზმატიკოსებით. ფოტო: pomisna.info

რმე-ს წინამძღოლმა განმარტა მიზანი და ამოცანები კონფერენციისა, რომელმაც დაიწყო მუშაობა მოსკოვში 16 სექტემბერს.

აუცილებელია საღვთისმეტყველო ანალიზი იმისა, რაც დღეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში ხდება. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა თქვა კონფერენციის „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებითობა მართლმადიდებელი სწავლების შუქზე“ გახსნაზე, იუწყება «Патриархия.ru».

მან ხაზი გაუსვა, რომ ფანარიონის მიერ წამოყენებულმა ეკლესიოლიგიურმა ტენდენციებმა, რომლებიც ადრე შეშფოთებას იწვევდნენ, დღეს რეალური განვითარება მიიღეს და უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ეკლესიებს შორის ურთიერთობებს. კანონიკური წყობის რღვევისთვის განსაკუთრებით საშიში და მძიმე აღმოჩნდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შეჭრა სხვა ადგილობრივი ეკლესიის ტერიტორიაზე - უკრაინაში.

 „ამ შეჭრას რეალურად შეიძლება ჰქონდეს მომაკვდინებელი შედეგები, რომლებმაც შესაძლებელია დაარღვიონ ურთიერთობები ადგილობრივ ეკლესიებს შორის, - აღნიშნა რმე-ს წინამძღოლმა, - ამასობაში ეკლესიის ისტორიაში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც კრიზისული სიტუაციები ბიძგს აძლევდნენ სარწმუნოებისა და საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა პრაქტიკული საკითხების გააზრებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვჭირდება საღვთისმეტყველო ანალიზი იმისა, თუ რა ხდება დღეს მსოფლიო მართლმადიდებლობაში“.

ამასთან დაკავშირებით პატრიარქმა განმარტა, როგორ ხედავს ის ამ კონფერენციის მიზნებსა და ამოცანებს.

პირველ რიგში, გაანალიზებული უნდა იყოს შექმნილი კრიზისის ეკლესიოლოგიური მიზეზები. მისი აზრით, „აუცილებელია შეეფარდოს პირველობისა და კრებითობის ის გაგება, რომელსაც აქცენტირებს დღეს კონსტანტინოპოლი, ეკლესიურ გადმოცემაში არსებულ პირველად გაგებას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩვენ შეიძლება დავამტკიცოთ კონსტანტინოპოლის პოზიციის მცდარობა მხოლოდ ამ აქტუალური პოზიციის იმასთან შედარებით, რასაც, პირველობის როლისა და მნიშვნელობის რეალიზაციის თვალსაზრისით, ყოველთვის ჰქონდა ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიაში“.

მეორე, „აუცილებელია ღვთისმეტყველებისა და კანონიკურობის თვალსაზრისით შეფასდეს ის ქმედებები, რომლებიც მომდინარეობენ პირველობის არასწორი გაგებისგან“. ამისთვის მნიშვნელოვანია „ავტოკეფალიის მინიჭების“ პოლიტიკური კონტექსტის ზედმიწევნით განხილვა, მათ შორის მეუ-სთვის  - „განხეთქილების სტრუქტურისთვის, რომლითაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ცდილობდა შეენაცვლებინა რეალურად არსებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“.

მესამე, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი უნდა ჩატარდეს ეკლესიის ისტორიის კონტექსტში, ვინაიდან „ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარსული ურთიერთობებიდან და მათი მდგომარეობიდან ამა თუ იმ სახელმწიფოში შეიძლება მივიღოთ გაკვეთილი, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენს დროშიც“.

 „ბოლოს, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რას ნიშნავს საეკლესიო განხეთქილება და რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ მასზე ადგილობრივ ეკლესიებს. დასაშვებია თუ არა განხეთქილების მონაწილეებთან ლოცვითი და ევქარისტიული ურთიერთობა? რა კანონიკური შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ურთიერთობას? შეიძლება თუ არა ლეგიტიმურ ხელისუფლებად ჩაითვალოს ის, რომელმაც დაარღვია საეკლესიო წყობა განხეთქილების მონაწილეებთან და „სამოსვიატებთან“ მსახურებით, რომლებსაც არ აქვთ კანონიკური ქიროტონია?

რა თქმა უნდა, საეკლესიო კანონები იძლევიან სრულიად ამომწურავ პასუხებს ყველა ამ კითხვაზე. მაგრამ როგორ გამოვიყენოთ ეს კანონები პრაქტიკაში? კონკრეტულად, რას მნიშვნელობა აქვთ მათ ახლანდელ სიტუაციაში? სად არის იკონომიის საზღვრები და სად უნდა იწყებოდეს აკრივია? იმედია, დღევანდელი  კონფერენციის მონაწილეები ამ თემაზეც იმსჯელებენ“, - დაამატა პატრიარქმა.

მთავარია, რომ განხეთქილების ლეგალიზების მცდელობას შეფასება მისცეს არა მარტო ეკლესიების იერარქებმა, არამედ სხვადასხვა ქვეყნების აკადემიური საღვთისმეტყველო საზოგადოებების წარმომადგენლებმა, რომლებიც აგრეთვე არ იღებენ მონაწილეობას კონფერენციის მუშაობაში, დაამატა მან.

 „იმედია, რომ მათ ხმას გაიგებენ იქაც, სადაც დღეს ფართოვდება და ღრმავდება განხეთქილება. მოდით, საერთო ძალებით შევეცადოთ მის შეჩერებას და, ბასილი დიდის სიტყვებით, „კვლავ ეკლესიის ერთობისკენ მიგვიყვანს, რომლებიც  ერთმანეთში ასე დაყოფილები არიან“, - დაასკვნა რმე-ს წინამძღოლმა.

მჟკ წერდა, რომ 2021 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში დაიწყო მუშაობა კონფერენციამ ეკლესიაში პირველობისა და კრებითობის თემაზე. გახსნაზე რმე-ს წინამძღოლმა ხაზი გაუსვა, რომ ეკლესიის თავი ქრისტეა და არა კონსტანტინოპოლის პატრიარქი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus