რმე-ს პატრიარქი: ეკლესიის თავი ქრისტეა და არა კონსტანტინოპოლის პატრიარქი

პატრიარქი კირილი კონფერენციაზე, რომელიც მიეძღვნა ეკლესიაში კრებითობასა და პირველობას. ფოტო: mospat.ru

პატრიარქმა კირილმა აღნიშნა, რომ ფანარიონის ახალ  ეკლესიოლოგიას  მისი პირველობის გაგებით არავითარი საფუძველი არ გააჩნია არც წმინდა კანონებში და არც საეკლესიო გადმოცემაში.

ქრისტეს წმინდა ეკლესიაში პირველობა ყველაფერში მის თავს - ჩვენს უფალსა და მაცხოვარს იესო ქრისტეს ეკუთვნის. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა თქვა კონფერენციის - „მსოფლიო მართლმადიდებლობა: პირველობა და კრებითობა მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“ გახსნაზე“, იუწყება «Патриархия.ru».

მან აღნიშნა, რომ წინამძღოლი, რომელიც ვალდებულია იზრუნოს ურთოერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან, არ შეიძლება „პირადად ტკივილს არ განიცდიდეს, რაც ხდება ჩვენს ურთიერთობებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან და იმ ეკლესიებთან, რომლებიც კონსტანტინოპოლის მიერ ჩათრეულები იყვნენ ეგრეთ წოდებული „ავტოკეფალური უკრაინის ეკლესიის“ აღიარებაში, რაც სინამდვილეში წარმოადგენს სხვა არაფერს, თუ არა ეკლესიის განხეთქილების ლეგიტიმიზაციას“.

მან აღნიშნა, რომ მანამდე ადგილობრივმა ეკლესიებმა მიაღწიეს კონსენსუსს იმ საკითხზე, რომ მომავალში ავტოკეფალია უნდა მიენიჭოს მხოლოდ ყველა საყოველთაოდ აღიარებული ეკლესიის თანხმობით. ეს გადაწყვეტილება, მიღებული ეკლესიების მიერ მსოფლიო კრების მზადების ეტაპზე, რომელიც ვერ შედგა, უნდა გამტკიცებულიყო კრებაზე, მაგრამ პატრიარქმა ბართლომემ ითხოვა ამ თემის განხილვიდან მოხსნა, ხოლო კრიტის კრების შემდეგ 2016 წელს, ის „საბოლოოდ დაიმარხა, წარსულში მიღებული ყველა შეთანხმება განულებული იყო და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა განაცხადა, თითქოს მოციქულებისგან მიღებული ჰქონდა უფლება ერთპიროვნულად, სხვა ადგილობრივი ეკლესიების თანხმობის გარეშე მიანიჭოს ავტოკეფალია იმას, ვისაც მოუნდება“.

„კონსტანტინოპოლის იერარქებსა და ღვთისმეტყველებს  ადრეც გამოუთქვამთ პრეტენზიები განსაკუთრებულ უფლებებსა და პრივილეგიებზე, მაგრამ ისინი ჯერ არასდროს არ გამოუთქმულა ასეთი მკაცრი ინტონაციით და ასეთი რადიკალური ფორმით, როგორც დღეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქს უწოდებენ არა პირველს თანასწორთა შორის, არამედ „პირველს თანასწორთა გარეშე“. ამ ახალ  ეკლესიოლოგიას არავითარი საფუძველი არ აქვს არც წმინდა კანონებში, არც ზოგადად საეკლესიო გადმოცემაში“, - ხაზი გაუსვა პატრიარქმა კირილემ.

ამ ტენდენციების გაძლიერებაზე მიუთითებს რმე-ს 2008 წლის მღვდელმთავართა კრება, სადაც აღინიშნა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ხედვა „სრულიად ეწიააღმდეგება მრავალსაუკუნოვან კანონიკურ ტრადიციას, რომელზეც დაფუძნებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა ადგილობრივი ეკლესიების ყოფა“. 2013 წელს რმე-ს წმინდა სინოდმა მიიღო დოკუმენტი „მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია მსოფლიო ეკლესიაში პირველობის საკითხზე“, სადაც აღინიშნა, რომ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში პირველობა მის თავს - ჩვენს უფალს და მაცხოვარს იესო ქრისტეს ეკუთვნის.

ეკლესია, როგორც ღვთიური და ადამიანური ორგანიზმი, ნამდვილად ითხოვს გარკვეულ მიწიერ ორგანიზებას და ეს ორგანიზება გამოიხატება მათ შორის პირველობის პატივის მიმართ  განსაკუთრებულ მსახურებაში. მართლმადიდებლური აზროვნებისთვის გასაგებია, რომ პირველობას ავტოკეფალური ეკლესიის დონეზე უკვე განსაკუთრებული ხასიათი ენიჭება - არა მარტო ეპისკოპოსებს მართებთ , რომ „ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავს“, არამედ ეკლესიის წინამძღოლმაც „არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად“, (მოციქულთა კანონები. 34). თუ ამგვარად იზღუდება პირველობის ძალაუფლება ავტოკეფალური ეკლესიის დონეზე, მით უმეტეს მსოფლიო დონეზე პატივის პირველობა არ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლების პირველობით“, - განმარტა მან.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 2021 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში მუშაობა დაიწყო კონფერენციამ ეკლესიაში პირველობისა და კრებითობის თემაზე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus