ს. მაშჩაში საფუძველი ჩაუყარეს ახალ ტაძარს მეუ-ს მიტაცებულის სანაცვლოდ

უმე-ს გაერთიანება სოფელ მაშჩაში. ფოტო: СПЖ

მაშჩაში აკურთხეს ადგილი, სადაც ააშენებენ ახალ ეკლესიას, მეუ-ს მომხრეების მიერ წართმეულის სანაცვლოდ.

ამ კვირას სოფელ მაშჩაში, როვენის ოლქის კოსტოპოლის რაიონში ჩატარდა ადგილის კურთხევა ტაძრის ასაშენებლად, რომლის აშენება დაგეგმეს უმე-ს მორწმუნეებმა მიტაცებულის სანაცვლოდ, იუწყება მჟკ-ს კორესპოდენტი.

კურთხევა ჩაატარა სარნისა და პოლესის  მიტროპოლიტმა ანატოლიმ ეპარქიის კლირიკოსებთან ერთად. მეუ-ს მომხრეების მიერ ტაძრის მიტაცების შემდეგ, უმე-ს მორწმუნეები მაშჩაში თავისი ეკლესიის ერთგულნი დარჩნენ. თემმა შეიძინა მიწის ნაკვეთი და მოაგროვა ახალი ტაძრის ნებართვის დოკუმენტები. მორწმუნეები აშენებენ მოციქულების - პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარს.

ამჟამად მორწმუნეები აგროვებენ ფულს იმისათვის, რათა შეიძინონ სამშენებლო მასალა და სანამ ჯერ კიდევ თბილა, ამოიყვანონ კედლები.

შეგახსენებთ, ორი წელი უმე-ს თემი განიცდიდა რეგულარულ თავდასხმებს მეუ-ს მომხრეების მხრიდან სოფელ მაშჩაში. რელიგიათაშორისი კონფლიქტი იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის ირგვლივ ხშირად გადაიზრდებოდა ძალისმიერ დაპირისპირებაში და მუქარებში თემის წინამძღვრისა  მისი მრევლის მიმართულებით.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus