ფანარიონის მეთაური მონაწილეობდა ევქარისტიულ კონგრესში პაპ ფრანცისკესთან

პაპი ფრანცისკე და ფანარიონის მეთაური. ფოტო: vaticannews.va

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ბუდაპეშტში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა.

2021 წლის 12 აგვისტოს ფანარიონის მეთაურმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ მონაწილეობა მიიღო კათოლიკეთა 52-ე საერთაშორისო ევქარისტიულ კონგრესზე ბუდაპეშტში, იუწყება  Vatican News.

კონგრესი დასრულდა მესით ბუდაპეშტის გმირთა მოედანზე. კათოლიკურ ღვთისმსახურებას ესწრებოდა ფანარიონის მეთაურიც. ერთ-ერთ სურათზე ჩანს, რომ პატრიარქ ბართლომეს ესალმება ვატიკანის მეთაური პაპი ფრანცისკე, რომელმაც უხელმძღვანელა მესას.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ფანარიონის მეთაური თვლის, რომ კათოლიკების დიალოგი მართლმადიდებლებთან დაგვირგვინდება სრული ერთიანობით.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus