უმე-ს მიტროპოლიტი: მორწმუნეთა ახალ უბედურებებზე პასუხისმგებელი ბართლომეა

პატრიარქი ბართლომე კიევში. ფოტო: news.ugcc.ua

ეკლესიაში არაერთხელ აფრთხილებდნენ ნეგატიურ შედეგებზე, რაც მოყვა პატრიარქ ბართლომეს ვიზიტს უკრაინაში, ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი უბედურების პასუხისმგებლობა პირველ რიგში კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ეკისრება. ამის შესახებ უმე-ს ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩი) განაცხადა კომენტარში იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მიტაცების შესახებ ვინიცის ოლქის სოფელ კრასნოსელკაში.

 „ექსპერტის პროგნოზი უკრაინის მიწაზე ფანარიონის მეთაურის ვიზიტის ნეგატიური შედეგების შესახებ გამართლდა, - აღნიშნა იერარქმა Vesti.ua.-ს მასალაში. - ადრე არაერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ სტუმრის ჩამოსვლა სტამბულიდან ზოგიერთ რეგიონში აღთქმული იქნება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ მეუ-ს მხარდაჭერის ნიშანი. ამის შედეგი კი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრების მიტაცების მცდელობები იქნება“.

კრასნოსელკაში სიტუაციასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეს სცენარი სამწუხაროდ თანდათან რეალური ხდება.

 „ამიტომ მოვუწოდებდით პატრიარქ ბართლომეს უარი ეთქვა კიევში ვიზიტზე. მან კი სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ახლა ის პირველ რიგში პასუხისმგებელია იმ ახალი უბედურებების გამო, რაც თავს დაატყდათ უკრაინის მართლმადიდებელ მორწმუნეებს“, - ხაზი გაუსვა უმე-ს საქმეთა მმართველმა.  

მჟკ წერდა, რომ უმე-ში მოუწოდეს შსს უფროსს პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანოს კრასნოსელკაში ტაძრის მიტაცების საქმე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus