რუმინეთის ეკლესიის იერარქი მონაწილეობდა უმე-ს ჰუსტის ეპარქიის დღესასწაულზე

საზეიმო წირვის დასრულება რუმინელი ეპისკოპოსის მონაწილეობით. ფოტო: facebook.com/EORMMSM

სადღესასწაულო ღვთისმსახურებაში, რომელიც მიეძღვნა  წმინდა იოსებ მარმაროშელს , უმე-ს ჰუსტის ეპარქიაში, მონაწილეობა მიიღო რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა.

9 სექტემბერს, წმინდა აღმსარებელ იოსებ მარმაროშელის ხსენების დღეს,  რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, სატუ-მარეს ეპისკოპოსმა ტიმოთემ აღავლინა საღვთო ლიტურგია  უგოლსკის ეპისკოპოს სიმეონთან ერთად  ჰუსტის უმე-ს ეპარქიის სოფელ ბელაია ცერკოვში, იუწყებიან რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის  მარმაროშისა და სატუ-მარეს ეპარქიის  Facebook გვერდზე.

სოფელი ბელაია ცერკოვ იმიერკარპატების ოლქში ისტორიულად და მოსახლეობით რუმინულია. აქ არის მონასტერი, რომლის ისტორია იწყება XIII-XIV საუკუნეებში. ამავე მონასტერში ცხოვრობდა წმინდა იოსებ მარმაროშელი. 2008 წელს სავანეში მის სახელზე დაიწყეს ტაძრის აგება, მშენებლობა გრძელდება. აქ უკვე ექვსი მაცხოვრებელია- სამი ბერი და სამი მორჩილი.

წირვაში მონაწილეობა მიიღეს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა და უმე-მ.  გალობა შეასრულეს წმინდა მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახ. ეკლესიის გუნდმა რუმინული ქალაქ სლატინადან და მღვდლების გუნდმა, რომლებიც  საეკლესიო- სლავურზე გალობდნენ.

წირვის დასრულების შემდეგ ჩატარდა ჯვაროსნული მსვლელობა ტაძრის ირგვლივ. ეპისკოპოსმა ტიმოთემ სიტყვით მიმართა მორწმუნეებს. რუმინელმა მეუფემ მოუწოდა მრევლს დაიცვან მართლმადიდებლური რწმენის ერთგულება.

დასასრულს, ძმური ურთიერთობისა და მსახურებაში სიხარულისთვის მადლიერების  ნიშნად, ეპისკოპოსმა სიმეონმა სტუმარს აჩუქა სპეციალურად დაწერილი ხატი ღირსი ალექსი რუსი-კარპატელისა და ღირსი იობ უგოლელის გამოსახულებით. ეპისკოპოსმა ტიმოთემ მეუფე სიმეონს აჩუქა ეპისკოპოსის კვერთხი.

როგორც მჟკ იუწყებოდა, ადრე რუმინელი ეპისკოპოსი გაეცნო კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორიას და შეხვდა რექტორს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus