კრასნოსელკაში 2,5 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი წირვა,-უმე-ს მღვდელი

კრასნოსელკაში უმე-ს ტაძრის წინამძღოლი ანდრეი კოზიუკი. ფოტო: скриншот/YouTube-канал ОВЦС МП

მეუს- მომხრეების ქმედებებით კრასნოსელკაში ჩანს, რომ მათ სინამდვილეში ტაძარი არ სჭირდებოდათ, თვლის უმე-ს მღვდელი.

მეუ-ს მომხრეები, რომლებმაც მიიტაცეს უმე-ს ტაძარი ვინიცის ოლქის სოფელ კრასნოსელკაში, ორნახევარი წელის სოფელში არ ჩაუტარებიათ არცერთი ლიტურგია, თქვა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრეი კოზიუკმა ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების YouTube-არხზე.

"მეუ-ს მხრიდან ორწელიწადნახევარია არ ყოფილა არცერთი ლიტურგია,- აღნიშნა მღვდელმა.- ანუ ტაძარი მათ არ სჭირდებათ- მათ უნდათ, რომ სოფელში არ იყოს მსახურება, რათა არავინ არ იმსახუროს".

მამა ანდრეიმ აღნიშნა, რომ განხეთქილება, რომელიც ადრეც იყო, კიდევ უფრო გააღრმავა პატრიარქ ბართლომეს ბოლო ვიზიტმა.

 კრასნოსელკას უმე-ს მრევლმა  ისაუბრეს სიტუაციაზე მათი ტაძრის მიტაცების ირგვლივ. მათ არ ესმით, რატომ უნდა მისცენ ტაძარი, რომელიც თვითონ ააშენეს. მორწმუნეები ცრემლით ყვებოდნენ მეუ-ს მომხრეების მხრიდან შევიწროებაზე, შეურაცხყოფასა და მუქარაზე.

"მათ ასეთი დავალება აქვთ, რომ ჩვენი თემი სოფელში საერთოდ არ იყოს",- ეთანხმება თავის წინამძღვარს ერთ-ერთი მრევლი ქალი.

"ნუ გვართმევთ ტაძრებს, საკუთრი შექმენით", - მოუწოდა მეორემ.

როგორც მჟკ იუწყებოდა, 3 სექტემბერს მეუ-ს მომხრეებმა მიიტაცეს იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი კრასნოსელკაში, რომელიც ადრე დალუქა პოლიციამ. ტულჩინის ეპარქიაში შეაფასეს ფანარიონის მეთაურის ვიზიტის შემდეგ მეუ-ს მომხრეების ქმედებები  და გადაწყვიტეს გაუგზავნონ ზელენსკის საპროტესტო წერილი, სადაც მოუწოდებენ  დაიცვას უმე-ს უფლებები. უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში აღნიშნეს, რომ კარასნოსელკაში მეუ-ს გამარჯვების გამოცხადება  ჯერ ნაადრევია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus