ფანარიონი: უკრაინის საკითხში ზოგიერთი ეკლესია შორდება კანონებს

კონსტანტინოპოლის ეკლესიის სამღვდელმთავრო კრება (სინაქსისი). ფოტო: orthodoxtimes.com

სტამბულში შედგა კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის სამდღიანი სამღვდელმთავრო კრება, სადაც ლაპარაკი იყო „ჭეშმარიტი რწმენის“ განმტკიცების აუცილებლობაზე.

უკრაინის საკითხში ზოგიერთი ეკლესია შორდება კანონებს. ამ დასკვნამდე მივიდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის სამღვდელმთავრო კრება (სინაქსისი), რომელიც შედგა სტამბულში 2021 წლის 1-3 სექტემბერს, იუწყება Orthodox Times.

შემაჯამებელ განცხადებაში ფანარიონის მღვდელმთავრებმა „წუხილით აღნიშნეს“ გარკვეული „მზადება მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ცვლილებისთვის“. ამის დასტურია „ბოლოდროინდელი ეკლესიური და არაეკლესიური მოვლენები“, მაგალითად, ოთხი ეკლესიის უარი 2016 წელს კრიტის კრებაში მონაწილეობაზე, უკრაინის ეკლესიის საკითხი და კორონავირუსის პანდემია.

ლაპარაკია იმაზე, რომ ზოგიერთი ეკლესია „თავს არიდებს კანონიკურ ტრადიციას“, ქრისტეს დიადი ეკლესია კი ვერ დარჩება გულგრილი ასეთი „გადახრის“ მიმართ, ხაზი გაუსვეს ფანარიონში.

იქ აგრეთვე აღნიშნეს, რომ  ქრისტიანთაშორის  და რელიგიათშორის დიალოგებში  აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს „ნამდვილ და ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენაზე“ და გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.

სხვა საკითხებს შორის კონსტანტინოპოლის ეკლესიის მღვდელმთავრებმა იმსჯელეს „მართლმადიდებელი საეკლესიო ტრადიციებისა და მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევების შერწყმაზე, აგრეთვე ცვლილებებზე მომავლის საზოგადოებაში; სახარების გავრცელებაზე XXI საუკუნეში, თანამედროვე გეოპოლიტიკურ პირობებზე და მათ როლზე ეკლესიაში“ და სხვ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus