ტულჩინსკის ეპარქიამ დაგმო უმე-ს ტაძრის მიტაცება კრასნოსელკაში

უმე-ს ტულჩინსკის ეპარქიაში შედგა ეპარქიალური საბჭოს საგანგებო სხდომა. ფოტო: tulchin-eparchia.org.ua

ტულჩინსკის ეპარქიაში შეაფასეს მეუ-ს მომხრეთა ქმედებები ბართლომეს ვიზიტის შემდეგ და გადაწყვიტეს წერილ-პროტესტის გაგზავნა ზელენსკისთან უმე-ს უფლებების დაცვის მოწოდებით.

2021 წლის 7 სექტემბერს უმე-ს ტულჩინსკის ეპარქიაში შედგა ეპარქიალური საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც განიხილეს სიტუაცია ვინიცკის ოლქის სოფელ კრასნოსელკაში იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მიტაცებასთან დაკავშირებით და მეუ-ს მომხრეთა ქმედებები კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ვიზიტის შემდეგ. მიღებული საბოლოო დადგენილება გამოქვეყნებულია ეპარქიის საიტზე.

სხდომაზე, რომელიც მიმდინარეობდა ტულჩინსკისა და ბრაცლავსკის მიტროპოლიტ იონათანეს თავმჯდომარეობით, მონაწილეობდნენ საეკლესიო საეპარქიო ოლქების კეთილმოწესეები, ტიშკოვსკის მიძინების მამათა მონასტრის ნაცვალი, არქიმანდრიტი ამფილოქე (ვასილევსკი) და ჩეჩელნიცის მიქაელ მთავარანგელოზის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია სერაფიმა (სმაგლო).

საბჭომ მოისმინა უწყება იურიდიული სიყალბის გამო, რაც გახდა კრასნოსელკაში კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნის ძირითადი მიზეზი და მკაცრად დაგმო  ტულჩინსკის ეპარქიის კანონიკურ ტერიტორიაზე ტაძრების მიტაცების უკანონო ქმედებები.

გარდა ამისა, მან აღნიშნა „კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ანტიჰუმანური გულგრილობა“, რომელიც ვერ ამჩნევს ძალადობის აქტებს უმე-ს მორწმუნეთა მიმართ და მეუ-ს მომხრეთა მუქარებს ტაძრების მიტაცების გაგრძელების შესახებ უკრაინაში ფანარიონის მეთაურის ვიზიტის შედეგი უწოდა.

ეპარქიაში გადაწყვიტეს „გაუგზავნონ წერილი-პროტესტი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, როგორც კონსტიტუციისა და უკრაინის ერთიანობის გარანტს, დაბეჯითებითი თხოვნით დაიცვას უკრაინის მოქალაქეთა უფლებები, პატივი და ღირსება, უმე-ს ტულჩინსკის ეპარქიის მართლმადიდებელი მორწმუნეები“, აგრეთვე მოუწოდეს მასმედიას, რომ  საჯაროდ გააშუქონ ეპარქიის ტაძრების მიტაცება და სამართალდამცავი ორგანოების რეაქცია ამაზე.

თავიანთი უფლებების დასაცავად  მორწმუნეებს მოუწოდეს კონსოლიდაციისკენ  სამოქალაქო მოძრაობა «Миряне»-ს (ერისკაცები) გარშემო.

საბჭომ დაადგინა ლიტანიობის ან ერთობლივი ლოცვის ჩატარება ტულჩინსკის ეპარქიის სხვადასხვა კუთხეში ტაძრების მიტაცებისა და უმე-ს სამღვდელოებისა და ერთგულების სამართლებრივი შევიწროვების შეწყვეტის ვედრებით, აგრეთვე განიხილონ  ვინიცკის ოლქის ტერიტორიაზე უმე-ს ყველა ეპარქიის სამღვდელოებისა და ერის ერთიანი ლოცვითი დგომის ჩატარების შესაძლებლობა.

მანამდე უმე-ს იურიდიული განყოფილების უფროსმა, დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა განმარტა, რატომ არის  კრასნოსელკაში მეუ-ს გამარჯვების შესახებ ლაპარაკი ნაადრევი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus