რმე-ში ფანარიონის მეთაური შეადარეს ყაჩაღს, რომელიც "სხვა გზით მიძვრება"

08 სექტემბერი 2021 23:40
0
მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) . ფოტო: mitropoliakuban.ru მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) . ფოტო: mitropoliakuban.ru

მიტროპოლიტ ილარიონის აზრით, უმე-ს მორწმუნეებმა აშკარად აჩვენეს, რომ პატრიარქი ბართლომე არ არის მათთვის მწყემსი.

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების (მს სსუგ) თავჯდომარემ, ვოლოკამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი) შეადარა პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი უკრაინაში სახარების ტექსტს  "ქურდსა და ყაჩაღზე", რომელიც "სხვა გზით მიძვრება",  იუწყება რმე სსუგ-ს საიტი.

მიტროპოლიტმა ილარიონმა შეახსენა, რომ აგვისტოში ფანარიონის მეთაური ეწვია უკრაინას, სადაც შეხვდა ქვეყნის ხელმძღვანელობას, მეუ-ს მეთაურს და უბკე-ს წარმომადგენლებს, მაგრამ ამასთან ერთად იგნორირება გაუკეთა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპატის, სამღვდელოებისა და მრევლის პოზიციას,რომელმაც გააერთიანა უკრაინის მორწმუნეთა უმრავლესობა, ასევე მან "ვერ შეამჩნია" მისი ჩამოსვლის საწინააღმდეგო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები.

ამ ვიზიტის კომენტირებისას მიტროპოლიტმა ილარიონმა მოიყვანა სიტყვები წმინდა წერილიდან "ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი ; ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია"(იოან.10:1-2).

მეუფემ აღნიშნა, რომ "პატრიარქი ბართლომე ჩამოვიდა ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებელ მორწმუნეთა უმრავლესობა არ თვლის მას თავის მწყემსად. ის სიტყვის სრული მნიშვნელობით უკანა კარიდან უნდა შესულიყო უმაღლეს რადაში, იმიტომ რომ იქ შეიკრიბნენ მორწმუნეები, რომლების აპროტესტებდნენ მის ვიზიტს".

მან აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი შედგა სახელმწიფო ხელისუფლების მოწვევით და სქიზმატიკოსების მოწვევით, "მაგრამ მართლმადიდებელი მორწმუნეების უმრავლესობამ არამარტო იგნორირება გაუკეთა ამ ვიზიტს, არამედ ღიად აჩვენეს, რომ პატრიარქი ბართლომე მათთვის მწყემსი არაა".

ადრე მჟკ წერდა, რომ მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ვიზიტს  თვლის სამარცხვინოდ, ხოლო სიტუაციას, რომელიც მან შექმნა სქიზმატიკოსების ლეგალიზებით- აბსურდულს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ