კრასნოსელკაში მეუ-ს მომხრეებმა მიიტაცეს უმე-ს იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი

უმე-ს კუთვნილი ტაძრის მიტაცების შემდეგ მეუ-ს «მღვდელმსახურმა» გადაიხადა «სამადლობელი პარაკლისი». ფოტო : facebook Красносілка - територія спілкування

4 სექტემბერს მეუ-ს რეიდერებმა სოფ. კრასნოსელკის მიტაცებულ ტაძარში გადაიხადეს „სამადლობელო პარაკლისი“.

2021 წლის 3 სექტემბერს უმე-ს მომხრეებმა განახორციელეს ვინიცკის ოლქის სოფ. კრასნოსელკის უმე-ს იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მიტაცება, იუწყება ტულჩინსკის ეპარქიის პრეს-სამსახური.

რეიდერების უკანონო ქმედებებზე იუწყებოდა ბერშადსკის საეკლესიო ოლქის კეთილმოწესე, დეკანოზი ოლეგ მურახოვსკი.

კეთილმოწესის სიტყვებით, დილის 10 საათზე მას დაურეკეს სოფლის მაცხოვრებლებმა და უთხრეს, რომ პოლიციის მიერ დალუქულ იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მეუ-ს წარმომადგენლებმა მეუს-ს „მღვდლის“ როსტისლავ პროცანინისა და სერგი იარკოს მეთაურობით მოგლიჯეს ეკლესიის სახლის კარი, სადაც უმე-ს გაერთიანება დროებით ატარებდა ღვთისმსახურებებს. ამ დროს ტაძართან უკვე პოლიციის ორი ავტომობილი იდგა, თითქოს „მართლწესრიგის დაცვის უზრუნველსაყოფად“.

მეუ-ს მომხრეები აიძულებდნენ უმე-ს სასოფლო  გაერთიანების მღვდელს ანდრია კოზიუკს შესულიყო ეკლესიის სახლში, სადაც თავდამსხმელებმა ჩაამტვრიეს ფანჯრები და კარები, რომ მას თავისი ნივთები წაეღო, „იმიტომ რომ ხვალ ისინი იქ უკვე აღარ დახვდება“.

12.15 კეთილმოწესემ შეატყობინა მომხდარის შესახებ 102 ხაზზე, მაგრამ საგამომძიებლო-ოპერატიული ჯგუფი ადგილზე 14.55 მოვიდა, თუმცა მანძილი რაიონული განყოფილებიდან სოფლამდე სულ 65 კმ-ია და მხოლოდ შშს ცხელ ხაზზე დარეკვის შემდეგ პოლიციამ დაიწყო განცხადებებისა და განმარტებების შეგროვება, მაგრამ ამ დროისთვის ტაძრის მიტაცების ორგანიზტორი როსტისლავ პროცანინი უკვე წასული იყო.

როგორც ეპარქიის საიტის შეტყობინებაშია აღნიშნული, ბერშადსკის საოლქო ტერიტორიული სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატონ ნეჩიტაილოს ჰქონდა „ხელმძღვანელობის ზეპირი განკარგულება“ ტაძრის საკითხის „სწორი“ გადაწყვეტის უზრუნველყოფის თაობაზე.

 „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფანარიონის დიდმა მხარდამჭერებმა პატრიარქ ბართლომეს კიევში ვიზიტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოსთვის „გასცეს ბრძანება“, რომ მან ხელი შეუწყოს მიტაცებას და უმე-ს ტაძრების გადაფორმებას, მათ შორის ბერშადსკშიც, ეგრეთ წოდებული მეუ-ს სასარგებლოდ, უკრაინის უმაღლესი სასამართლო ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებების გამოტანამდე“, - განმარტეს ტულჩინსკის ეპარქიაში.

2021 წლის 4 სექტემბერს მეუ-ს განხეთქილების მონაწილეებმა სოფ. კრასნოსელკის მიტაცებულ ტაძარში გადაიხადეს „სამადლობელო პარაკლისი“.

რეიდერებმა მადლიერება გამოხატეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ ტაძრისა და მასთან მიმდებარე ტერიტორიაზე მართლწესრიგის უზრუნვეყოფის გამო. რეიდერები ამტკიცებენ, რომ მეუ-ს გაერთიანება შევიდა ტაძარში „სასამართლოს ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებების საფუძველზე“.

ვინიცკის ოლქის სოფ. კრასნოსელკის იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მიტაცებას მეუ-ს მომხრეები ცდილობდნენ 2019 წლიდან, სოფლის მაცხოვრებლების უკანონო კრების ჩატარების შემდეგ  ტაძრის მეუ-ში გადარეგისტრირების შესახებ. უმე-ს გაერთიანება სასამართლო წესით იბრძოდა ტაძარზე და საეკლესიო სახლზე თავისი უფლებისთვის. მთელი ამ დროის განმავლობაში ღვთისმსახურებები ტაძარში არ ტარდებოდა და ის  პოლიციის მიერ იყო დალუქული. 

როგორც მანამდე მჟკ იუწყებოდა, კრასნოსელკაში უმე-ს მღვდელმსახურის ოჯახს  საეკლესიო სახლიდან ასახლებენ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus