ვოლინის ეპარქიაში მიტაცებული მეუ-ს სანაცვლოდ აკურთხეს უმე-ს ახალი ტაძარი

არქიეპისკოპოსმა ნათანაილმა აკურთხა ტაძრი ვოლინის ოლქის სოფელ ზვინიაჩეში. ფოტო: pravoslavna.volyn.ua

მეუ-ს მიერ ტაძრის მიტაცების შემდეგ სოფელ ზვინიაჩეს 60-ზე მეტმა მცხოვრებმა შეინახა ერთგულება ეკლესიის მიმართ და გააგრძელეს ღვთისმსახურება სოფლის სახლში.

4 სექტემბერს ვოლინისა და ლუცკის არქიეპისკოპოსმა ნათანაილმა საღვთო ლიტურგიის დროს აკურთხა ტაძარი ვოლინის ოლქის სოფელ ზვინიაჩეში მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზის სახელზე, იუწყება ვოლინის ეპარქიის პრეს-სამსახური.

არქიეპისკოპოს ნათანაილთან ერთად იმსახურეს რაიონის კეთილმსახურმა წინამძღვარმა ვალერი პილიპჩუკმა, ეპარქიის კანცელარიის გამგემ არქიმანდრიტმა პაისიმ (ხომიჩი), ტაძრის წინამძღვარმა მღვდელმა სერგეი ბაჩინსკიმ, ეპარქიის სამღვდელოებამ და სტუმრებმა სამღვდელო ხარისხში.

პატარა შესასვლელთან ვოლინის ეპარქიის მმართველმა ტაძრის წინამძღვარი აიყვანა დეკანოზის ხარისხში და უბოძა უმაღლესი საეკლესიო ჯილდო- მიტრის ტარების უფლება.

საღვთო მსახურების დროს მორწმინეემა ილოცეს უკრაინაში მშვიდობისა და მსოფლიო მართლმადიდებლობაში ერთიანობისათვის. ასევე აღევლინა ლოცვები კორონავირუსის დამარცხებისა და სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობისათვის.

საღვთო ლიტურგიის შემდეგ არქიეპისკოპოსმა ნათანაილმა ყველა დამსწრეს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 10 მარტს სოფელ ზვინიაჩეს წმინდა ნიკოლოზის ტაძარი გადავიდა მეუ-ს იურისდიქციის ქვეშ. 60-ზე მეტმა სოფლის მაცხოვრებელმა შეინახა კანონიკური ეკლესიისადმი ერთგულება და აგრძელებენ ღვთისმსახურებას ძველ სახლში.

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, ბრონიცის ტაძარში, რომელიც აშენდა მიტაცებულის სანაცვლოდ, გახსნეს საკვირაო სკოლა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus