ტაძრის მიტაცების შემდეგ მრევლი ს.ბოხონიკში სკოლის ავარიულ შენობაში ლოცულობს

ყოფილი სკოლის შენობა ბოხონიკში, სადაც ამჟამად მრევლი ლოცულობს. ფოტო: pravmir.ru

სკოლის შენობაში მორწმუნეები 1994 წლიდან ლოცულობდნენ, სანამ ბოხონიკში შენდებოდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი, შემდეგ კი ისინი მიტაცების შემდეგ ისევ იქ დაბრუნდნენ, 2019-ში.

ვინიცკის ოლქის სოფელ ბოხონიკში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იოანე ღვთისმეტყველის გაერთიანება ლოცულობს ყოფილი სკოლის ავარიულ შენობაში და იმედი აქვს, რომ მას მალე ახალი ტაძარი ექნება, იუწყება «Правмир».

მოციქულისა და ევანგელისტის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ძველი ტაძარი მეუ-ს მომხრეებმა მიიტაცეს 2019 წელს. ახლა მის გვერდით აღმართულია ფლაგშტოკები უკრაინისა და სოფლის დროშებით. ადგილობრივი მაცხოვრებლების სიტყვებით, მსახურებები აქ ხშირად არ ტარდება. 

მიტაცების შემდეგ მორწმუნეები ლოცულობენ ყოფილი სკოლის შენობაში, რომელიც ტაძრისთვის არის მოწყობილი. ოდესღაც სწორედ აქ შეიქმნა  გაერთიანება - მორწმუნეებს შენობა გადასცეს 1994 წელს, ღვთისმსახურებები აქ  რამდენიმე წლის განმავლობაში ტარდებოდა, სანამ  შენდებოდა ტაძარი.

 „მე ვიყავი მათ შორის, ვინც ნულიდან იწყებდა, - ყვებოდა მრევლის მნათე, პენსიონერი მასწავლებელი ანატოლი. - ჯვარი გუმბათზე მე დავამაგრე. ეს ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება იყო. ბევრი რამ ჩავდეთ იმ ტაძარში. გავაკეთეთ კანკელი, ხატები ჩემმა ქალიშვილმა რუსეთიდან ჩამოიტანა, მირქმის მონასტრიდან. ტრაპეზის ხატიც ჩვენია... ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ჩვენ ტაძარს წაგვართმევდნენ. არც ველოდით. ხომ შეეძლოთ ღირებული რამ წაეღოთ - ტრაპეზის ხატი, მოჩუქურთმებული ჯვარი, ორი სახარება, საცეცხლურები... მაგრამ ეს არ მოხდა. მხოლოდ ოდიკი წაიღეს. ხალხი, ვინც იმ ტაძარში იყო, აქ გადმოვიდა“. 

სკოლის შენობა, ტაძრისთვის მოწყობილი, ძველი და ავარიულია. მაგრამ წინამძღვარი - დეკანოზი არტემი მიშჩენკო ამაყად წარმოადგენს მას და ყვება, რამდენი რამ გაკეთდა აქ მრევლის მიერ. მორწმუნეებმა გაამაგრეს ჭერი, რომელიც თითქმის სულ ჩამოშლილი იყო, შეიძინეს და დააყენეს ღუმელი გასათბობად. ელექტროენერგია შენობაში არ არის, წასაკითხად საკურთხეველში და კლიროსის თავზე დაამაგრეს პატარა სანათები, რომლებიც მზის ელემენტებით იკვებებიან. მაგრამ ტაძარში მაინც ბნელა, განსაკუთრებით ზამთარში. შობისა და აღდგომის საზეიმო მსახურებებზე მრევლს ბენზინის გენერატორი მოაქვს - მაშინ ტაძარი მთლიანად განათებულია. 

სატრაპეზო და შენობის ის ნაწილი, სადაც ღუმელისთვის შეშა ინახება, სავალალო მდგომარეობაშია - ჭერი იშლება, კედლები ინგრევა. 

მამა არტემს ახალი ტაძრის იმედი აქვს - შემომწირველები დაპირდნენ დახმარებას, ახლა მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი წყდება. ის აგრეთვე მრევლისთვის ახალ სატრაპეზოზე ოცნებობს და იქვე პატარა ოთახზე მღვდლისთვის, რომ უფრო ახლოს იყოს მრევლთან - მოძღვარი ბოხონიკში ღვთისმსახურებაზე ვინიციდან დადის. 

 „ჩვენი გაერთიანება პატარაა, მაგრამ ერთი ოჯახივით ვართ. ეს ძალიან კარგია! ერთმანეთის გვესმის, ერთმანეთს ვეხმარებით. სიის მიხედვით ახლა გაერთიანებაში 32 ადამიანია, ზაფხულობით ხალხი ნაკლებია, 15-20 კაცი. წელს აღდგომაზე 50 ადამიანი იყო. გულს უხარია, რომ ხალხი ნელა, მაგრამ მაინც მატულობს. ვცდილობთ  არ დავღონდეთ, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის!“ - თქვა წინამძღვარმა. 

მანამდე მჟკ წერდა, რომ უმე-ს გაერთიანება ბოხონიკში ითხოვს დახმარებას. რეკვიზიტები შემოწირულობისთვის: 4149 4390 4701 5478 (მიშჩენკო არტემი ალექსანდრეს ძე).

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უმაღლესი რადას კომიტეტის რეკომენდაციები მსახურების მხოლოდ უკრაინულ ენაზე ჩატარების შესახებ არის:
სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნაა
33%
ეკლესიის წინააღმდეგ კანონდარღვევაა
67%
უბრალოდ სიტყვის მასალაა
0%
სულ ხმა მისცა: 3

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus