პოლიტიკოსების გარეშე ტომოსი არ იქნებოდა,- დეპუტატი "ეს"-დან პავლენკო

პოროშენკოს პარტიის დეპუტატი როსტისლავ პავლენკო. ფოტო: скриншот/YouTube/Espresso.TV

პეტრე პოროშენკოს თანამებრძოლი მეუ-ს შემქნაში  თვლის, რომ პოლიტიკოსების მოქმედებების გარეშე ფანარი არ მისცემდა ტომოსს.

მაშინდელი უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევის გარეშე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო არ მისცემდა მეუ-ს ტომოსს, განაცხადა სახალხო დეპუტატმა პოროშენკოს პარტიიდან როსტისლავ პავლენკომ  ეთერში Espresso. TV-ს არხზე.

დეპუტატის აზრით, არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურისთვის ტომოსის გადაცემაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ყოფილმა პრეზიდენტმა პოროშენკომ. პავლენკო მას თვლის "ერთ-ერთ საუკეთესო დიპლომატად მსოფლიოში".

მან განაცხადა, რომ ზუსტად პოროშენკომ შეძლო დაერწმუნებინა პატრიარქი ბართლომე და მისი სინოდი "უზრუნველყონ როგორც მინიმუმ ნეიტრალური პოზიცია სხვა ადგილობრივი ეკლესიებისა, რათა ერთბაშად არ აფეთქდეს პროტესტის ტალღა", ასევე აწარმოონ მოლაპარაკება უკრაინელ "იერარქებთან", რომელთაც ყველას თავისი ინტერესები ჰქონდა.

წამყვანის კითხვაზე პავლენკომ პირდაპირ უპასუხა, რომ პოროშენკოს გარეშე ტომოსი არ იქნებოდა და საერთოდ, ასეთი საკითხები არ შეიძლება გადაწყდეს პოლიტიკოსების მონაწილეობის გარეშე.

დეპუტატი თვლის, რომ ზელენსკი დაეხმარა  მოქმედებების ლეგიტიმიზაციაში, რომელიც მიღებული იყო პოროშენკოს დროს, იმიტომ რომ ფანარიონის მეთაურისათვის მნიშვნელოვანია, რათა ავტოკეფალის სურვილი გამოდიოდეს "ხალხისგან" - და ეს მისი გაგებით ნიშნავს ხელისუფლებისგან. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გააკეთა ეს,  რაც დაამტკიცა იმით, რომ მოიწვია პატრიარქი ბართლომე უკრაინაში.

როგორც მჟკ იუწყებოდა, იურაშმა განაცხადა, რომ ზელენსკის ხელისუფლება აგრძელებს პოროშენკოს რელიგიურ პოლიტიკას.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus