მეუ-ში ათეისტ ივანე ფრანკოს წინასწარმეყველი და მართალი უწოდეს

31 აგვისტო 2021 20:24
63
ივან ფრანკო. ფოტო: wikipedia ივან ფრანკო. ფოტო: wikipedia

უკრაინელი ლიტერატორი და ფილოსოფოსი ივანე ფრანკო ათეიზმის მქადაგებელი იყო,მისი მსოფლმხედველობის ერთ-ერთი  საყრდენი ათეიზმი იყო,გარდაიცვალა აღსარებისა და სინანულის გარეშე.

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქთან“ ვიქტორ ბედთან ივან ფრანკოს, რომელიც ცნობილია თავისი ათეისტური შეხედულებებით, წინასწარმეტყველი და მართალი უწოდეს.

როგორც  ბედის დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მუკაჩევ-კარპატის ეპარქიის პრეს-სამსახურში იუწყებოდნენ, 27 აგვისტოს მან შეასრულა „მიცვალებულთა ლიტია“ „უკრაინელი პოლიტიკური, საზოგადო და კულტურის  მოღვაწის, უკრაინელი ხალხის ნაციონალური და სახელმწიფო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლის <...> უკრაინელი ხალხის წინასწარმეტყველის,  მართალ“ ივანე ფრანკოსთვის მისი დაბადებიდან165 წლისთავთან დაკავშირებით.

პოეტი, დრამატურგი და ფილოსოფოსი ივნე ფრანკო (27.08.1856 - 28.05.1916) ცნობილი იყო თავისი ათეისტური შეხედულებებით, გატაცებული იყო ინდური ფილოსოფიით და გალიჩინში ბიბლიაზე და რელიგიაზე კრიტიკულ ნაშრონებს ავრცელებდა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ლაპარაკობენ, რომ ფრანკომ თავისი ცხოვრების ბოლო ორი ათწლეულის  განმავლობაში შეიცვალა  ღმერთთან დამოკიდებულება, ის გარდაიცვალა აღსარებისა და სინანულის გარეშე, მის სიკვდილს კი თან ახლდა კონფლიქტი უკრაინის საბერძნეთის კათოლიკური ეკლესიის სამღვდელოებასთან.

როგორც საბერძნეთის კათოლიკე მოღვაწე მაკარი კაროვეცი იხსენებდა, „ფრანკო თავისი გამოსვლის თითქმის პირველი წუთებიდან სიკვდილამდე ჩვენში გამოხატული ათეიზმის მთავარი პროპაგანდისტი იყო, ის ათეიზმს პროპაგანდირებდა თავის სამეცნიერო-პოპულარულ ნაწერებში და თავის პოეზიაშიც. <...> როდესაც ფრანკო კვდებოდა, მასთან მივიდა ხუცესი თეოდოსი გალუშჩინსკი და უფალთან და ეკლესიასთან  შემრიგებლობისკენ მოუწოდებდა, სადაც ის, ფრანკო, დაიბადა და რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა. მაგრამ ფრანკოსგან მიიღო პასუხი: „რას იტყვის ამაზე ახალგაზრდობა, რომელსაც მთელი ცხოვრება მოვუწოდებდი, რომ არ წამდეთ ღმერთი?“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქმა“ ვიქტორ ბედმა თალიბანს ავღანელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლა უწოდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ