უნეტარესმა ონუფრიმ ჩაატარა უმე-ს ახალი ეპისკოპოსის ხელდასმა

არქიმანდრიტ აგაფონის (ოპანასენკო) საეპისკოპოსო ხელდასმა. ფოტო: facebook епископа Виктора (Коцабы)

უმე-ს წმინდა სინოდის სხდომაზე 2021 წლის 17 აგვისტოს აირჩიეს ახალი ეპისკოპოსი.

28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ კიევ-პეჩერის ლავრაში საღვთო წირვის დროს უხელმძღვანელა საეპისკოპოსო ხელდასმას არქიმანდრიტ აგაფონის (ოპანასენკო) ფეოდოსიის ეპარქიის ვიკარად, კოქტებელის ეპისკოპოსად, იუწყება  news.church.ua.

უნეტარეს ონუფრისთან იმსახურეს ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტმა პავლემ, ბორისპოლისა და ბროვარის უმე-ს საქმეთა მმართველმა, მიტროპოლიტმა ანტონმა, ლვოვისა და გალიცკის მიტროპოლიტმა ფილარეტმა,  ნეჟინსკისა და პრილუკსკის მიტროპოლიტმა კლიმენტიმ, პუტივლის არქიეპისკოპოსმა ანტონმა, ფასტოვის არქიეპისკოპოსმა დამიანემ, ბარიშევსკის ეპისკოპოსმა ვიქტორმა, ბელგოროდის ეპისკოპოსმა სილვესტერმა, პერეიასლავ-ხმელნიცკის ეპისკოპოსმა დიონისემ, პეტროპავლოვსკის ეპისკოპოსმა ანდრეიმ, ზგუროვის ეპისკოპოსმა ამბროსიმ, ვიშნევსკის ეპისკოპოსმა სპირიდონმა, ირპენსკის ეპისკოპოსმა ლავრმა, ბოროდიანსკის ეპოისკოპოსმა მარკმა, ბიშევსკის ეპისკოპოსმა კირილმა, კოქტებელის ეპისკოპოსმა აგაგონმა და კიევ-პეჩერის ლავრის სასულიერო პირებმა. საღვთო მსახურებისათვის ლოცულობდა დონეცკისა და მარიოუპოლის მიტროპოლიტი ილარიონი.

საღვთო ლიტურგიის დაწყებამდე,  რომელზეც ჩატარდა  ეპიეკოპოსის  ქიროტონია,  შესრულდა  ხარისხის განსაკუთრებული  მინიჭება.   ეპისკოპოსის სიწმინდის ხარისხის    კანდიდატმა წარმოთქვა სიტყვები რწმენის აღიარებაზე და  დადო აღთმა დაიცვას ეკლესიის წეს-ჩვეულება, შემდგომ დიაკვანმა წარმოთქვა მრავალჟამიერი წინამძღვრის, ეპისკოპოსების, ეკლესიის მრევლის მიმართ.

წმინდა წერილის კითხვის შემდეგ უნეტარესმა მიმართ მორწმუნეებს ქადაგებით. მწყემსმთავარმა სამწყსოს მოუთხრო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საეკლესიო გადმოცემა.

ღვთისმსახურებაზე წარმოთქვეს ლოცვები კორონავირუსის ეპიდემიის შეწყვეტისა და ექიმებისათვის, რომლებიც იბრძვიან სიცოცხლისათვის და ავადმყოფების გამოჯანმრთელებისათვის.

ღვთისმსახურების დამთავრებისას წინამძღვარმა მიმართა კოქტებელის ეპისკოპოს აგაფონს სიტყვით და გადასცა მას საეპისკოპოსო კვერთხი.

ლიტურგიის შემდეგ მღვდელმსახურებმა და მრევლმა წინამძღვრის მეთურობით ჩაატარეს მსვლელობა ჯვრით კიევ-პეჩერის ლავრის ახლომდებარე მღვიმეებთან.

27 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ საყოველთაო ღამისთევის შემდეგ  არქიმანდრიტ აგაფონის (ოპანასენკო)ფეოდოსიის ეპარქიის ვიკარად,  კოქტებელის ეპისკოპოსის ხარისხში აყვანას უხელმძღვანელა უნეტარესმა ონუფრიმ .

როგორც ადრე მჟკ იუწყებოდა, წინამძღვარმა  ლავრაში  ღვთისმშობლის  სუდარის გამოტანის ღვთისმსახურებას უხელმძღვანელა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

Читайте также

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus