კიევში ფანარიონს უნდოდა ეჩვენებინა ძალაუფლება, რომელიც არა აქვს, - დ.ჯოგო

26 აგვისტო 2021 21:30
13
დეკანოზი დარკო ჯოგო. ფოტო: slobodnahercegovina.com დეკანოზი დარკო ჯოგო. ფოტო: slobodnahercegovina.com

პატრიარქი ბართლომე ჩამოვიდა კიევში იმიტომ, რომ ფანარიონს სჭირდება ძალაუფლების დემონსტრირება, აღნიშნა ღვთისმეტყველების პროფესორმა.

უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტი მოტივირებული იყო ძალაუფლების დემონსტრირების აუცილებლობით, რომელიც ფანარიონს სინამდვილეში არა აქვს, თქვა წმინდა ვასილი ოსტროჟსკის სახელობის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორმა, აღმოსავლეთ სარაევოში სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზმა დარკო ჯოგომ  Sputnik Србија-სთან ინტერვიუში.

"ეს ვიზიტი უკრაინელი ნაციონალისტებისთვის აუცილებელი იყო იმიტომ, რომ წარმოადგინონ თავისი ახლად შეძენილი ეკლესიური იდენტობა როგორც მართლმადიდებელ სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული,- აღნიშნა მამა დარკომ.- უკრაინელი ნაციონალისტებისათვის ფსევდო-მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი უნდა გახდეს მთელი პროცესის ერთგვარ ლეგიტიმიზაციად, რომელიც დაიწყო ადრე პოროშენკოს და ყოფილი ხელისუფლების დროს".

პროფესორის სიტყვებით, საერო ხელისუფლებას ჰქონდა ფანარიონის მეთაურის მოწვევის საკუთარი მოტივი -თავისი კანონიერების კიდევ ერთხელ დამტკიცების აუცილებლობა.

"თვითონ ფანარიონი, მეორეს მხრივ, აშკარად საჭიროებს ძალაუფლების   დემონსტრირებას, რომელიც სინამდვილეში მას არ გააჩნია, და გამორიცხული არაა, რომ არსებობს გარკვეული მომგებიანი მოტივები, იმიტომ რომ, როგორც ჩვენ ვიცით ეგრეთწოდებული ავტოკეფალიის შესახებ ეგრეთწოდებულ ტომოსზე, მითითებული იყო კონკრეტული ფინანსური შეღავათებიდა მონასტრების სტატუსები უკრაინაში, რომელმაც უნდა მოუტანოს სარგებელი კონსტანტინოპოლს",-არნიშნა სერბეთის ეკლესიის მღვდელმსახურმა.

მამა დარკომ ყურადღება მიაქცია, რომ მრავალრიცხოვანი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, რომლებმაც განათლება მიიღეს ბერძნულთან ახლოს, იზიარებენ იდეას იმაზე, რომ ფანარიონი ასრულებს მთელი მართლმადიდებლობის პოლიციელის როლს. და , მიუხედავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აშკარა აგრესიულობისა ისინი აგრძელებენ ამის კეთებას.

სხვა მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც არ ემხრობიან ფანარიონის ქმედებებს, თუმცა სვამენ კითხვას: "რას ვიზამთ, თუ კონსტანტინოპოლი წაგვართმევს ჩვენს ავტოკეფალიას?". სერბი ღვთისმეტყველის აზრით, ეს კითხვა საფრთხეს უქმნის  ეკლესიას.

"გარდა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისა, რომელმაც აჩვენა, რომ კონსტანტინოპოლი არ არის კეთილგანწყობილი, ასეთი შეკითხვის დასმა სასიკვდილოდ საშიშია თანამედროვე მართლმადიდებლობისათვის",-თქვა მან. - ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ თანდათან უნდა შევეგუოთ სამყაროს, რომელშიც არ იქნება კონსტანტინოპოლის საპატრიარქო".

როგორც მჟკ იუწყებოდა, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ მართლმადიდებლები და კათოლიკები მიისწრაფვიან აღადგინონ  თანაზიარობის ერთობა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ