რეპუტაციის შენარჩუნებისათვის ბართლომე ამტკიცებს ნებისმიერ ტყუილს,- ექსპერტი

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: unn.com.ua

პოლიტიკური ექსპერტი რუსლან ბორტნიკი თვლის, რომ ფანარიონის მეთაური  მეუ-სთვის ტომოსის მინიჭების შეცდომისგან   იმალება და ამას არ აღიარებს.

პატრიარქი ბართლომე დაჟინებით ამტკიცებს ნებისმიერ ტყუილს, ოღონდ  შეინარჩუნოს თავისი სახელი. ამაზე პოლიტიკურმა ექსპერტმა, "უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორმა რუსლან ბორტნიკმა თქვა მჟკ-სთვის კომენტარში  უკრაინაში ფანარიონის ვიზიტის შედეგების მიხედვით.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი აგრძელებს დარწმუნებას, რომ სქიზმატიკოსებისათვის გაცემული ტომოსი ხელს უწყობს ყველა მართლმადიდებლის ერთიანობას უკრაინაში. ექსპერტის აზრით, "მსოფლიო პატრიარქი ასე აცხადებს იმიტომ, რომ არ სურს თავისი შეცდომის აღიარება და იმალება მისგან".

მან განმარტა, რომ თუ ფანარიონის მეთაური იტყვის სხვა რამეს, მაშინ ეს კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს მის რეპუტაციას და ნდობას.

"ამიტომ ის დაჟინებით ამტკიცებს ნებისმიერ, თუნდაც აშკარა სიცრუეს, ოღონდ დაიცვას თავისი სახელი და რეპუტაცია",- განაცხადა რუსლან ბორტნიკმა.

ასევე მჟკ წერდა, რომ სანამ უმე-ს ათასობით მორწმუნე ცდილობდა შეხვედროდა ფანარიონის მეთაურს და მოეყოლათ, რა მოუტანა სინამდვილეში მის მიერ გაცემულმა ტომოსმა უკრაინას, მეუ-ს მეთაურმა ეპიფანემ განაცხადა, რომ მისმა რელიგიურმა სტრუქტურამ გააერთიანა უკრაინის მართლმადიდებლობის სამი შტო.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus