ათონელმა ბერებმა კიევში იმსახურეს დრაბინკოსთან მის ტაძარში

« უფროსობის მიხედვით». სპონსორი ლისოვი, ალექსანდრე დრაბინკო და ათონელი სტუმრები. ფოტო: facebook.com/oleksandr.drabinko

მეუ-ში გადასული მიტროპოლიტის ალექსანდრ დრაბინკოს  მრევლს ესტუმრნენ ათონის მონასტრის  პანტოკრატორის იღუმენი და სხვა ათონელი ბერები.

ორშაბათს, 23 აგვისტოს, ბერებმა ათონის პანტოკრატორის და ქსენოფონტის მონასტრებიდან იმსახურეს "პერეიასლავისა და ვიშნევსკის მიტროპოლიტთან" ალექსანდრ დრაბინკოსთან კიევის ფერიცვალების საკათედრო ტაძარში ტერემკაზე,  იუწყებიან მეუ-ს ტაძრის Facebook გვერდზე.

ათონელ ბერებს უხელმძღვანელა პანტოკრატორის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა გაბრიელმა. მასთან უკვე იყვნენ მეუ-ს ცნობილი მომხრეები: მღვდელმონაზონი ლუკა- ხატმწერი ქსენოფონტედან, რომელმაც გააფორმა ტომოსის ტექსტი, მღვდელმონაზონი ნიკიტა პანტოკრატორიდან- უკრაინის საეკლესიო საკითხზე დაწერილი  ბროშურის "განმარტებებით" ერთ-ერთი ავტორი.

დრაბინკომ თქვა, რომ ათონის მკვიდრთა კიევში ვიზიტი მოხდა "პატრიარქ ბართლომეს კურთხევით". სურათზეე ჩანს, როგორ აჯილდოვებენ ის და მრევლის სპონსორი იგორ ლისოვი  სტუმრებს ფასიანი საჩუქრებით.

ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ში განაცხადეს,  ათონის მონასტრების უმეტესობა მეუ-ს აღიარების წინააღმდეგია .

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus