ბართლომემ მეუ-ს სპონსორს უბოძა კონსტანტინოპოლის ეკლესიის არქონტის ტიტული

26 აგვისტო 2021 01:00
19
პატრიარქი ბართლომე და ანდრი მაცოლა. ფოტო: facebook.com/MatsolaAndriy პატრიარქი ბართლომე და ანდრი მაცოლა. ფოტო: facebook.com/MatsolaAndriy

მელუდე ანდრეი მაცოლა გახდა უკრაინაში „მსოფლიო საპატრიარქოს პირველი არქონტი“.

პატრიარქმა ბართლომემ უკრაინელ მეწარმესა და უმე (კ)-ს მრავალწლიან, ამჟამად კი მეუ-ს სპონსორს ანდრეი მაცოლას მიანიჭა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქონტის ტიტული. ამის შესახებ ბიზნესმენმა თავის ფეისბუქ-გვერდზე გვამცნო ორშაბათს, 23 აგვისტოს.

„ეკლესია მრავალი საუკუნის მანძილზე ამ ტიტულს გადასცემს ცალკეულ პირებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში, გადასცემენ მას ყველაფერს, რისი მიცემაც მათ ეკლესიისთვის შეუძლიათ“. დედა-ეკლესიას ბევრი ადამიანი ჰყავს ასეთი ტიტულით, კერძოდ, აშშ-სა და კანადაში, უკრაინაში ეს ტიტული პირველად იქნა მინიჭებული“, -ხაზი გაუსვა მეწარმემ.

მან მადლობა გადაუხადა პატრიარქ ბართლომეს და მეუ-ს მეთაურს ეპიფანეს „გამოვლენილი წყალობისთვის“ და აღნიშნა, რომ მოცემული ტიტული ავალდებულებს მსახურებასა და ერთგულებას მართლმადიდებლური რწმენისა და მისი ფასეულობების დაცვის საქმეში“.

„იმაზე ვლოცულობ, რომ უფალი შეგვეწიოს“, - მისი უწმინდესობის ეს სიტყვები მადლიერებით მავსებს და შთამაგონებს. მწამს, რომ ორივე წინამძღოლის ლოცვებითა და უფლის დახმარებით, იმედს, რომელსაც ეკლესია ჩემზე ამყარებს, წარმატება ექნება“, - დაწერა მაცოლამ.

ანდრეი მაცოლა - მსხვილი უკრაინელი მეწარმე, მელუდე, „პირველი კერძო ლუდსახარშის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და თანამფლობელი, დამფუძნებელი. მეუ-ს ამჟამინდელი მეცენატი, მის შექმნამდე იყო უმე (კ)-ს მთავარი სპონსორი. მის-ებში მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ის ეწეოდა აქტიურ ბიზნესს რუსეთში, თუმცა ეს არ უშლიდა ხელს „პატრიოტულ ეკლესიას“ ესარგებლა მისი ფინანსური მხარდაჭერით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ