პატრიარქმა ბართლომემ უბკე-ს პანაგია აჩუქა

პანაგია ფანარიონის მეთაურის ხელწერით. ფოტო: news.ugcc.ua

ფანარიონისა და უბკე-ს მეთაურებს შორის სედროს-თან შეხვედრაზე შედგა სამახსოვრო საჩუქრების გაცვლა, რომლის იცინიატორიც გახლდათ პატრიარქი ბართლომე.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურს სვიატოსლავ შევჩუკს პანაგია აჩუქა მისი ხელმოწერით, გვატყობინებს უბკე-ს პრეს-სამსახური.

საჩუქრების გაცვლა შედგა სრულიად უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოსთან შეხვედრის დროს, რომელიც კიევში 23 აგვისტოს ჩატარდა ფანარიონის მეთაურის ინიციატივით.

უბკე-ს მეთაურმა გამოხატა დიალოგის განვითარებისა და თანამშრომლობის იმედ და მადლობა გადაუხადა საჩუქრისთვის, რომელიც პატრიარქის ხელიდან მიიღო - პანაგია პირადი ხელმოწერით.

სედრო-ს სახელით პატრიარქ ბართლომეს გადასცეს სამახსოვრო მედალი, რომელიც საბჭოს დაარსების 25 წლისთავისთვის დამზადდა, ხოლო უბკე-ს სახელით - პატრიარქის წარჩინების ნაკრები: ჯვარი, ენკოლპიონი და პანაგია.

შეგახსენებთ, ფანარიონის მეთაურთან შეხვედრაზე სვიატოსლავ შევჩუკმა აღნიშნა, რომ ის მხოლოდ მართლმადიდებლებთან არ მოსულა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

მოახდენს თუ არა რეაგირებას პრეზიდენტი სინოდის მოწოდებაზე, გამოძიებულ იქნას უმე-ს საწინააღმდეგო ქმედებები?
დიახ
0%
არა
100%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 1

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus