უმე-ს იერარქი ბართლომეს: არ ხედავთ დევნას იმიტომ, რომ ჩვენ ისევ გაგვყიდეს?

22 აგვისტო 2021 00:00
22
არქიეპისკოპოსი ნიკოლაი (პოჩტოვი). ფოტო: скриншот YouTube-канала «Перший Незалежний» არქიეპისკოპოსი ნიკოლაი (პოჩტოვი). ფოტო: скриншот YouTube-канала «Перший Незалежний»

არქიეპისკოპოსმა ნიკოლაი ბართლომეზე: ის ღირსებით პირველი იყო თანასწორთა შორის, "მაგრამ ისურვა პირველი გამხდარიყო თანასწორთა გარეშე და გახდა პირველი ღირსების გარეშე".

"ვის მიგვყიდეთ და რამდენად?"- ასეთი შეკითხვით მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ვასილკოვსკის არქიეპისკოპოსმა ნიკოლაიმ (პოჩტოვი) უმე-ს მორწმუნეების ლოცვით დგომაზე უმაღლეს რადასთან 21 აგვისტოს. ლოცვითი აქციის პირდაპირ გადაცემას აშუქებს «Перший Незалежний».

იერარქმა გაიხსენა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო თავს უკრაინელი ხალხის დედა-ეკლესიად მიიჩნევს, მაგრამ თუ "ეს ასეა, მაშინ, როდესაც ჩვენ გვდევნიდნენ ტაძრებიდან, რატომ არ გვხედავდით? როდესაც ამ ტაძრებს გვართმევდნენ თქვენ გაჩუმებული იყავით. როდესაც გვცემდნენ და გვასახიჩრებდნენ- თქვენ არც გვხედავდით, და დუმდით. და ალბათ ეს იმიტომ, რომ ჩვენ გაგვყიდეთ?"

ასეთი ეკლესიის ისტორიაში უკვე იყო, პარალელები აშკარაა, აღნიშნა მან. ასე, იერარქის სიტყვებით, პირველად ეს გააკეთა პატრიარქმა დიონისე IV-მ 1686 წელს "ოქროსა და სიასამურისათვის", ხოლო ასი წლის წინ "ჩვენ მიგვყიდეს საბჭოთა წყობილებას, აღიარეს რა ახალი განხეთქილება და თქვეს, რომ პატრიარქი ტიხონი, რომელიც მეთაურობდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, უკვე პატრიარქი არ არის". მაშინ პატრიარქ ბართლომეს წინამორბედი, გრიგორი VII, ასევე არ ხედავდა და დუმდა, როდესაც კლავდნენ ათასობით მღვდლებსა და მორწმუნეებს, აღნიშნა არქიეპისკოპოსმა.

"და ახლა, როდესაც ჩვენ გვდევნიან, გვცემენ, გვართმევენ ტაძრებს, თქვენც არ ხედავთ და დუმხართ,- ვის მიგვყიდეთ და რამდენად?"- იკითხა არქიეპისკოპოსმა.

უმე-ს ეპისკოპოსმა ყველას მოუწოდა ერთობლივი ლოცვისაკენ პატრიარქ ბართლომესათვის, "რათა ღმერთმა შთააგონოს ის მოინანიოს განხეთქილება, იმისათვის, რომ მან ჩვენს ხალხში  არეულობა შემოიტანა, იმ განხეთქილებისათვის, რომელიც გაძლიერდა უკრაინის საეკლესიო საქმეებში მისი ჩარევის შემდეგ , სქიზმატიკოსებთან მსახურების გამო, იმის გამო, რომ ის იყო პირველი თანასწორთა შორის, მაგრამ მოისურვა პირველი გამხდარიყო თანასწორების გარეშე. და გამოვიდა, რომ გახდა პირველი ღირსების გარეშე".

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 21 აგვისტოს უმე-ს მორწმუნეები შეგროვდნენ უმაღლეს რადასთან კიევში, რათა დაედასტურებინათ თავისი რწმენა და ეჩვენებინათ ფანარიონის მეთაურისთვის, რომ უკრაინაში საეკლესიო სიტუაციაზე მის წარმოდგენას არავითარი საერთო არა აქვს სინამდვილესთან. მჟკ-ს მიყავს მოვლენის ონლაინ-ტრანსლაცია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ