ფანარიონის მეთაურმა განაცხადა, რომ უმე-ს მორწმუნეები არ აღიარებენ რეალობას

22 აგვისტო 2021 00:35
11
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: ukrinform.ua კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: ukrinform.ua

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე თვლის, რომ იმათ, ვინც გამოდის მეუ-ს „ავტოკეფალიის“ წინააღმდეგ, არ იციან, თუ რას ნიშნავს ავტოკეფალია.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე აცხადებს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები, რომლებიც არ თვლიან მეუ-ს „ავტოკეფალიას“ კანონიკურად, უბრალოდ „უარს ამბობენ აღიარონ რეალობა“, გვატყობინებს „უკრინფორმი“.

„უკრინფორმის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა პატრიარქი ბართლომე უმე-ს მორწმუნეებს, რომლებიც დარმწუნებულები არიან, რომ მეუ-ს გააჩნია არაკანონიკური, არასწორი ავტოკეფალია, ფანარიონის მეთაურმა უპასუხა, რომ „ამ ადამიანების პრობლემა იმაშია, რომ მათთვის რთულია რეალობის აღიარება ან ისინი უარს ამბობე მის აღიარებაზე“.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი დარწმუნებულია, რომ ისინი, ვინც გამოდის მეუ-ს „ავტოკეფალიის“ წინააღმდეგ, „გაუთვითცნობიერებლები არიან იმაში, თუ რას ნიშნავს ავტოკეფალია“ და მათ არაფერი ესმით მისი მინიჭემის ისტორიისა და კანონიკური პრაქტიკის თაობაზე.

ადრე მჟკ წერდა, რომ ზელენსკიმ ფანარიონის მეთაურს განუცხადა, რომ უკრაინაში არის კონფესიათშორისი მშვიდობა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ