ზელენსკიმ ფანარიონის მეთაურს აცნობა,რომ უკრაინაში კონფესიათშორისი მშვიდობაა

22 აგვისტო 2021 00:10
11
ვლადიმერ ზელენსკი და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: president.gov.ua ვლადიმერ ზელენსკი და პატრიარქი ბართლომე. ფოტო: president.gov.ua

ვლადიმირ ზელენსკიმ პატრიარქ ბართლომეს აცნობა, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ქვეყნისთვის.

2021 წლის 10 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პატრიარქ ბართლომეს აუწყა უკრაინაში კონფესიათშორისი მშვიდობის შესახებ, გვატყობინებს სახელმწიფოს მეთაურის საიტი.

პატრიარქ ბართლომეასთან შეხვედრის დროს, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არის ბევრი კონფესიის მშვიდობიანი თანაარსებობის უნიკალური მაგალითი.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ფანარიონის მეთაურს უკრაინაში ვიზიტის გამო და აღნიშნა, რომ პირადად მისთვის და ასევე „უკრაინისთვის, ყველა ჩვენგანისთვის - ეს დიდი პატივია, რომ შემოგვიერთდით ასეთ მნიშვნელოვან დღეებში, როცა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა მისი ორი ვიზიტი ფანარიონზე და აღნიშნა, რომ პატრიარქი ბართლომე უკრაინაში უკვე მესამედაა“, „და სწორედ უკრაინის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე“.

ზელენსკი თვლის, რომ „ეს ნიშანდობლივი მოვლენაა“, რადგანაც ეს ხდება ბართლომეს „მსოფლიო პატრიარქად“ არჩევის 30-ე წლსითავზე.

თავის მხრივ, პატრიარქმა ბართლომემ მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის „დიდი პატივია ვიზეიმო თქვენთან ერთად უკრაინისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი თარიღი“.

ადრე მჟკ წერდა, რომ მწერლისა და პუბლიცისტის იან ტაკსიურის აზრით, ფანარიონის მეთაურის ვიზიტის შემდეგ შეიძლება გაძლიერდეს უმე-ს დევნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ