მძღოლებს უკრძალავენ უმე-ს მრევლის კიევში პარაკლისზე გადაყვანას, - «Миряне»

მძღოლები უარს ეუბნებიან უმე-ს მორწმუნეებს კიევში ჩამოყვანაზე. ფოტო: autocentre.ua

უკრაინის სხვადასხვა ოლქიდან აღწევს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადამყვანებს ემუქრებიან დიდი პრობლემებით, თუ  უმე-ს მორწმუნეების ერთი ავტობუსი მაინც ჩამოვა კიევში.

გადამყვანები უარს ეუბნებიან ტრანსპორტზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს კიევში წასასვლელად, უმაღლეს რადასთან ერთობლივი ლოცვისთვის. ამის შესახებ განაცხადეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის «Миряне» (ერისკაცები) тг-არხზე პარასკევს, 20 აგვისტოს. 

ასეთი ინფორმაცია აღწევს ერთდროულად რამდენიმე ოლქიდან, აღნიშნეს ორგანიზაციაში. 

„ძმებო და დებო! ჩვენ ვიღებთ შემაშფოთებელ ამბებს ოლქებიდან. გადამყვანები უარს ეუბნებიან ტრანსპორტზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს კიევში წასასვლელად ხვალინდელ ერთობლივ ლოცვაზე ჩერკასკის, ჩერნოვიცკისა და დნეპროპეტროვსკის ეპარქიებიდან! ამბობენ, მათ ეს სასტიკად აუკრძალა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. 

ჩინოვნიკები პასუხობენ, რომ არავითარი აკრძალვა არ გაუციათ, მეტიც, მზად არიან, რომ მათ  გამყოლებიც დაუნიშნონ უსაფრთხოებისთვის. თუმცა გადამყვანები ამტკიცებენ: მათ დიდი პრობლემებით ემუქრებიან, თუ „თუნდაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეების ერთი ავტობუსი მაინც  გავა ქალაქიდან!“ - იუწყებოდნენ «Миряне».

შეგახსნებთ, რომ 2021 წლის 21 აგვისტოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები აპირებენ უმაღლეს რადასთან ერთობლივ ლოცვაზე მისვლას, სადაც დაგეგმილია  ფანარის მეთაურის შეხვედრა სპიკერ დიმიტრი რაზუმკოვთან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვითი აქციის მიზანია  თავიანთი რწმენის აღიარება და  პატრიარქ ბართლომესთვის იმის ჩვენება, რომ მისი წარმოდგენა უკრაინაში საეკლესიო სიტუაციაზე  არავითარ კავშირში არ არის რეალობასთან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus