ცნობილმა მართლმადიდებელმა უკრაინელებმა ღია წერილი მისწერეს ბართლომეს

19 აგვისტო 2021 19:20
21
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: volyn.com.ua კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე. ფოტო: volyn.com.ua

უკრაინის მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უმე-სადმი ერთგული  მოღვაწეები თვლიან, რომ პატრიარქ ბერთლომეს ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში გაამწვავებს რელიგიურ  დაპირისპირებას.

უკრაინის ცნობილმა მოღვაწეებმა მეცნიერების, კულტურისა და სპორტის დარგში, რომლებიც წარმოადგენენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოს, დაწერეს ღია წერილი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომესადმი მოწოდებით, გადადოს  ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე, იუწყება უმე-ს საინფორმაციო ცენტრი თავის  Facebook - გვერდზე.

წერილს ხელი მოაწერეს უკრაინის ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ანატოლი პეშკომ, უკრაინის სამართლის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის აკადემიკოსმა ვიტალი ჟურავსკიმ, უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის აკადემიკოსმა პეტრე ტოლოჩკომ, მუსიკოსმა და პროდიუსერმა ოლეგ კარამაზოვმა, უკრაინის დამსახურებულმა ექიმმა როსტისლავ ვალიხნოვსკიმ, მედია-ჰოლდინგ  "ნოვოსტის" პრეზიდენტმა ეგორ ბენკენდორფმა, ტელეპროდიუსერმა იური მოლჩანოვმა და სხვებმა. ისინი თვლიან, რომ ფანარიონის მეთაურის ჩამოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს ტაძრების რეიდერული მიტაცებების ახალი ტალღა და უმე-ს მორწმუნეების ცემა, რომლებიც დაიწყო  მის მიერ მეუ-სთვის  ტომოსის გადაცემის შემდეგ.

" არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ თქვენი ჩამოსვლა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესასწაულზე გამოიწვევს რელიგიური სიტუაციის გამწვავებას,- დაწერეს  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მართლმადიდებელმა მოღვაწეებმა. -ხელმოწერა (პატრიარქ ბართლომეს-რედ.) ტომოსზე, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის მართლმადიდებლებისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას, სინამდვილეში   რადიკალური ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიების მიტაცებისა და მღვდლებისა და მორწმუნეების ცემის საბაბი გახდა".

ცნობილმა უკრაინელებმა აღნიშნეს, რომ ტომოსის გადმოცემა მოხდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის- ავტონომიური და ერთადერთ კანონიკურად აღიარებული მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ, პოზიციის გათვალისწინებისა  და ნების გარეშე. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისა და ათონის მონასტრების უმრავლესობა არ ჩქარობენ აღიარონ მეუ, რომელიც ფანარიონის მეთაურმა შექმნა. "არ არის უკვე დრო გაჩერდეთ უკრაინაში და მსოფლიოში  ეკლესიური წინააღმდეგობის  გაღვივებისკენ მიმავალ გზაზე, და გადაიტანოთ ვიზიტი უფრო კეთილსასურველი დროისათვის, ყველა უთანხმოების  ეკლესიური გადაწყვეტილებით, მსოფლიო მართლმადიდებლობის ყოველივე სისავსით?",-დაასკვნეს უმე-ს მორწმუნეებმა.

როგორც მჟკ იუწყებოდა, მასმედიაში გააშუქეს პროტესტები მთელს უკრაინაში  ფანარიონის მეთაურის ჩამოსვლის წინააღმდეგ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ