მიტროპოლიტმა როსტისლავმა მიტ.ონუფრის აღსაყდრების წლისთავი მოულოცა

მიტროპოლიტი როსტისლავი. ფოტო: ria.ru

მიტროპოლიტი როსტისლავი უნეტარეს ონუფრის განსვენებული მიტროპოლიტის ვლადიმერის (საბოდანი) შრომების მემკვიდრედ  თვლის.

2021 წლის 17 აგვისტოს ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უნეტარესმა მიტროპოლიტმა როსტისლავმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს, უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის მოულოცა აღსაყდრების 7 წლისთავი, იუწყება უმე-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილება.

თავის მოსალოც მისამართზე მიტროპოლიტმა როსტისლავმა აღნიშნა, რომ უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრი  "განსვენებული ნეტარი წინამორბედის- მიტროპოლიტ ვლადიმირის (საბოდანი) მემკვიდრე " გახდა.

ჩდსმე-ს მეთაურის აზრით, მიტროპოლიტი ონუფრი, მისთვის დამახასიათებელი მონაზვნური თავმდაბლობით, ღრმა სამწყსო სიბრძნით და უდავო ავტორიტეტით მიტროპოლიტ ვლადიმირის წმინდა შრომებს აგრძელებს  "ეკლესიური საქმეების კეთილი ნაყოფის გამრავლებით". 

"ამ სასიხარულო დღეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ლოცვით გისურვებთ თქვენი წმინდანების უშრეტ ღვთიურ წყალობას კურთხეულ წინამძღვრულ ღვაწლში ლოცვითა და შეწევნით კიევ-პეჩერის ყველა ღირსი მამის შუამდგომლობით!"-დაწერა მიტროპოლიტმა როსტისლავმა.

ადრე მჟკ წერდა, რომ პატრიარქმა კირილმა და პოლონეთის ეკლესიის წინამძღვარმა მოულოცეს უნეტარეს ონუფრის აღსაყდრების წლისთავი.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus