უნეტარესმა ონოფრემ ოფიციალურად დალოცა მოძრაობა «Миряне»-ს საქმიანობა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია «Миряне» ხელმძღვანელი ვასილი მაკაროვსკი. ფოტო : https://t.me/miryany

საზოგადოებრივმა კავშირმა,რომელიც შეიქმნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი ერთგულების უფლებების დასაცავად, გამოაქვეყნა კიევის მიტროპოლიის კანცელარიის დოკუმენტი.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ოფიციალურად დალოცა მოძრაობა «Миряне»-ს (ერისკაცები) საქმიანობა, იუწყებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების тг-არხზე.

„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლიის კანცელარია გაუწყებთ კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს რეზოლუციას თქვენს წერილზე, რომელიც ეხება ლოცვა-კურთხევას საზოგადოებრივი კავშირის "Миряне"-ს შემდგომ განვითარებაზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი ერთგულების უფლებების დაცვის სფეროში:

„ღვთის კურთხევა კეთილ საქმეებზე. 16.08.2021. +მიტროპოლიტი ონოფრე“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველი, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტი ანტონი.

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ მიტროპოლიიდან ასეთი დოკუმენტის მიღება უნეტარესის ინტრონიზაციის აღნიშვნის დღეს განსაკუთრებით სასიამოვნოა.

საზოგადოებრივი მოძრაობა «Миряне» უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მოუწოდებს აღარ გაჩუმდნენ და აღარ იყვნენ უხილავი უმრავლესობა, არამედ აქტიური პოზიციით გამოვიდნენ - რწმენის, ტრადიციული ღირებულებებისა და ეკლესიის დასაცავად. მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ მორწმუნეებს თხოვენ 2021 წლის 21 აგვისტოს მოვიდნენ უმაღლესი რადის შენობასთან კიევში, რომ ერთად ილოცონ  განხეთქილების დასაძლევად და შეხვდნენ პატრიარქ ბართლომეს.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus