ოდესაში დეკანოზები მხარს უჭერენ ფლეშმობს ფანარიონის ვიზიტის წინააღმდეგ

ჩერნომორსკში უმე-ს მორწმუნეების ფლეშმობი ფანარიონის მეთაურის უკრაინაში ვიზიტის წინააღმდეგ. ფოტო: скриншот видео Youtube-канала Одесской епархии УПЦ.

ოდესის ოლქის 10 ქალაქში ერთხმად განაცხადეს : «პატრიარქო ბართლომე, ჩვენ შენ არ გელოდებით!»

უკრაინის მართმადიდებლური ეკლესიის ოდესის ეპარქიაში, დეკანოზების უმრავლესობა შეუერთდა ზაპოროჟიეში დაწყებულ პატრიარქ ბართლომეს უკრაინაში ვიზიტის წინააღმდეგ ფლეშმობს, ნათქვამია ეპარქიის Youtube- არხზე გამოქვეყნებულ ვიდეო რგოლში.

«ცოტა ხნის წინ ჩვენს მიერ ჩაწერილი ფლეშმობის მხარდასაჭერი ვიდეოს შემდეგ, რომელიც დაიწყო ზაპოროჟიის ეპარქიაში პატრიარქ ბართლომეს ვიზიტის წინააღმდეგ, ოდესის ეპარქიის დეკანოზების უმრავლესობა შემოგვიერთდა და და გადაიღეს ვიდეო, სადაც ოდესის მრევლი ერთხმად ამბობს "ბართლომე, ჩვენ შენ არ გელოდებით"», – იუწყება ეპარქია.

ვიდეო, სადაც ფანარიონის მეთაურს მოუწოდებენ არ ჩამოვიდეს უკრაინაში, ჩაიწერა ოდესის ოლქის შემდეგ ქალაქებში: ჩერნომორსკში, ბელგოროდ - დნესტროვსკში, ტატარბუნარში, რენში, ბელიაევკაში, სარატში, ბოლგრადში, ტარუტინში, არციზსა და იუჟნოიში.

როგორც მჟკ წერდა, ვინიცკის ეპარქიაში მხარი დაუჭირეს ფანარიონის ვიზიტის წინააღმდეგ დაწყებულ ფლეშმობს. ასევე უმე-ს მორწმუნები მოუწოდებენ თავიანთი რწმენის დასამტკიცებლად გამოვიდნენ 2021 წლის 21 აგვისტოს 9:00 საათზე, კიევში უმაღლეს რადასთან.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
100%
არა
0%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 2

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus