უმე-ს ეპისკოპატი და მრევლი წინამძღოლის ინტრონიზაციის 7 წლისთავს აღნიშნავენ

უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრე. ფოტო: news.church.ua

17 აგვისტოს, მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის დღეს, კიევის მიტროპოლიტთა კათედრაზე კიევში  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულები იკრიბებიან.

უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიაში, კიევის მიტროპოლიტთა კათედრაზე, 17 აგვისტოს, მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის 7 წლისთავს კიევო-პეჩერის მიძინების ლავრაში საღმრთო ლიტურგიით აღნიშნავენ, იუწყება თავის Facebook-გვერდზე უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიის საინფორმაციო ცენტრი.

კიევში ღვთისმსახურებაზე  ჩამოვლენ  ეპისკოპატი, სამღვდელოება და მორწმუნეები, ხოლო ჩაატარებს მას უკრაინის მართლმადიდებელ  ეკლესიის წინამძღოლი. ლიტურგია კიევო-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარში დაიწყება 07:30.

საინფორმაციო ცენტრი გახსენებთ, რომ 2014 წლის თებერვალში უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის წინამძღოლის, უნეტარეს მიტროპოლიტ  ვლადიმერის მძიმე ავადმყოფობის დროს, წმინდა სინოდმა  კიევის კათედრის თანამოსაყდრედ მიტროპოლიტი ონოფრე დანიშნა. 13 აგვისტოს ის 122-ე კიევის მიტროპოლიტად იყო არჩეული, მისი ინტრონიზაცია 17 აგვისტოს ჩატარდა.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიის წინამძღოლმა  ლიტურგია ანას მთაზე დედათა მონასტერში ჩაატარა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus