უმე-ში გაიხსენეს, ბართლომემ მუსულმანების ლოცვის გამო რომ შეაჩერა მსახურება

პატრიარქმა ბართლომემ მუსულმანური ლოცვის გამო შეაჩერა მსახურება, სტამბული. ფოტო: скриншот видео YouTube-канала Одесской епархии

კონსტანტინოპოლის  პატრიარქს არ შეუძლია თავისი ამბიციების რეალიზება თურქეთში და აკეთებს ამას უკრაინაში, თვლიან მორწმუნეები ოდესის ეპარქიაში.

ოდესის უმე-ს ეპარქიაში აჩვენეს ვიდეო, როგორ აჩერებს თავის ღვთისმსახურებას კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე თურქეთის დედაქალაქში მუსულმანური ლოცვის დროს.

სიუჟეტის ავტორებმა, რომელიც გამოქვეყნებულია ეპარქიის Youtube-არხზე, აღნიშნეს, რომ თურქეთში, რომლის მოქალაქეა ფანარიონის მეთაური, არ შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც უკრაინაში.

ვიდეოში სტამბოლიდან პატრიარქი ბართლომე წყვეტს ღვთისმეტყველებას, როგორც კი მინარეთიდან გაისმა მუსულმანების ლოცვა.

"როდესაც ისმის ლოცვა მინარეთიდან, ცხოვრება თურქეთში არ ჩერდება: ვისაც ლოცვა უნდა- ლოცულობს, ხოლო ცხოვრება მიდის თავისი დინებით. მაგრამ პატრიარქის ლოცვა შეჩერებულია. რატომ? იმიტომ, რომ ის გამოხატავს დიდ პატივისცემას მუსულმანების მიმართ? არა. იმიტომ, რომ მას არა აქვს ხმის უფლება",- ხაზი გაუსვეს სიუჟეტში და გამოხატეს წუხილი, რომ ფანარიონის მეთაური თავის იმპერიულ ამბიციებს რეალიზებას უკეთებს სწორედ უკრაინაში, შეაქვს რა დიდი განხეთქილება ჩვენს ქვეყანაში.

ადრე მჟკ წერდა, რომ უმე-ს მორწმუნეებს მოუწოდებენ დაადასტურონ თავისი რწმენა ფანარიონის წინაშე და მოვიდნენ 2021 წლის 21 აგვისტოს 9:00-ზე უმაღლესი რადას შენობასთან კიევში.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

გაღიზიანებთ თუ არა კინემატოგრაფიაში ლგბტ სცენების დომინირება?
დიახ
93%
არა
7%
მიჭირს პასუხის გაცემა
0%
სულ ხმა მისცა: 14

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus