ალექსანდრიის პატრიარქი მეუ-ს მეთაურს "მტკიცედ უჭერს მხარს"

ალექსანდრიის პატრიარქი და მეუ-ს ლიდერი. ფოტო: pomisna.info

პატრიარქი თეოდორე, რომელიც ადრე უნეტარეს ონუფრის  უწოდებდა უკრაინის ერთადერთ კანონიკურ წინამძღვარს, გამოხატა თავისი მხარდაჭერა მეუ-ს მეთაურის მიმართ და წარმატება უსურვა.

2021 წლის 13 აგვისტოს ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორემ განუცხადა ეპიფანე დუმენკოს თავისი "მტკიცე მხარდაჭერის" შესახებ, იუწყება მეუ-ს პრეს-სამსახური.

ამაზე მან თქვა პატრიარქ ბართლომესთან და მეუ-ს მეთაურთან ერთად ღვთისმსახურების შემდეგ იმბროსში (თურქეთი).

"როგორც მეორე  და სამოციქულო სატახტომ ჩვენ მივყევით მსოფლიო პატრიარქის , წინამძღვართაგან პირველის გადაწყვეტილებას, და მყარად ვუჭერთ მხარს თქვენს უნეტარესობას, როგორც წინამძღვარს,ყველაფერში  წარმატებების სურვილით",-  მეუ-ს რესურსმა პატრიარქ თეოდორეს დუმენკოს მისამართით ნათქვანი სიტყვების ციტირება მოახდინა.

ამ მოვლენის სამახსოვროდ ალექსანდრიის ეკლესიის მეთაურმა გადასცა ეპიფანეს პანაგია წმინდა ოჯახის ეგვიპტეში გაქცევის გამოსახულებით, ხოლო მეუ-ს მეთაურმა განაცხადა, რომ "ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა ინახება თქვენს მოსიყვარულე გულში და ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენ, უნეტარესო მეუფე მიგიღოთ ჩვენთან".

ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე ჩამოვიდა უკრაინაში 2018 წლის სექტემბერში. მაშინ ოდესის ფერიცვალების უმე-ს ტაძარში, მან მოუწოდა მორწმუნეებს " დარჩნენ მართლმადიდებელი რწმენის ერთგულებად, დარჩნენ კანონიკურ ეკლესიაში" და აღნიშნა, რომ უკრაინაში კანონიკური ეკლესიის  მეთაური უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus