უმე-ს მორწმუნეებს მოუწოდებენ, რომ აღიარონ თავისი რწმენა ბართლომეს წინაშე

15 აგვისტო 2021 16:20
20
უმე-ს მორწმუნეები უმაღლეს რადასთან, 15.06.21. ფოტო: t.me/upc_news უმე-ს მორწმუნეები უმაღლეს რადასთან, 15.06.21. ფოტო: t.me/upc_news

უმე-ს ლოცვითი აქციის მიზანია - აჩვენონ პატრიარქ ბართლომეს, რომ მის წარმოდგენას უკრაინაში საეკლესიო სიტუაციაზე რეალობასთან არაფერი  საერთო არ აქვს.

სამოქალაქო კავშირი «Миряне» (ერისკაცები) უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მოუწოდებს 2021 წლის 21 აგვისტოს 9:00 მოვიდნენ კიევში უმაღლესი რადის შენობასთან, რომ ერთად ილოცონ განხეთქილების დაძლევაზე და პატრიარქ ბართლომეს შეხვდნენ.

„კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უნდა გაიგოს, რომ მის  წარმოდგენას უკრაინის საეკლესიო სიტუაციაზე არაფერი საერთო არ აქვს რეალურ სინამდვილესთან. ჩვენ ვართ უკრაინელები უკრაინული პასპორტებით და არა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში, „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტები“ ან მარგინალური „არარსებული ეკლესია“, როგორც ის გვიწოდებს. ჩვენ უზარმაზარი კანონიკური ეკლესია ვართ, რომელიც უკვე 1033 წელია ჩვენს მიწაზე დგას. ჩვენი წინამძღოლი კიევისა და სრულიად უკრაინის კანონიერი მიტროპოლიტი ონოფრეა და არა „რუსეთის იერარქი უკრაინაში“, - ხაზი გაუსვეს «Миряне»-მ თავის тг-არხზე.

ჩამოსვლას თხოვენ განსაკუთრებით იმ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, ვისაც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მომხრეებმა და რადიკალებმა ძალით წაართვეს ტაძრები. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეები თვლიან, რომ საეკლესიო რეიდერობისგან დაზარალებულ მრევლთან ურთიერთობა „პატრიარქ ბართლომესთვის განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იქნება“.

თუ ფანარის მეთაური არ გადაწყვეტს შეხვედრას,  ეს „თვალსაჩინო პასუხი იქნება. ჩვენთვის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მილიონობით მართლმადიდებლისთვის და მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვისაც“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებმა შეხვედრის მოთხოვნის წერილით მიმართეს პატრიარქ ბართლომეს მისი  უკრაინაში ჩამოსვლის შემთხვევაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ