ვ.კოცაბა: ათონის მთის მონასტერთა უმრავლესობა მეუ-ს აღიარების წინააღმდეგია

ეპისკოპოსი ვიქტორი (კოცაბა). ფოტო: seraphim.com.ua

საბერძნეთის სამღვდელოება მკაცრად აკრიტიკებს ელადის ეკლესიის მიერ მეუ-ს აღიარებას,ხოლო ათონის მონასტრების უმრავლესობაში ყოფნის აუცილებელ პირობას უმე-ს წევრობა წარმოადგენს

კიევის მიტროპოლიის ქორ-ეპისკოპოსმა, ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა) თავის telegram-გვერდზე განაცხადა, რომ ათონის მთის მონატერთა უმრავლესობა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების წინააღმდეგ გამოდის. 

მისი სიტყვებით, ამის შესახებ ათონის ბერები უყვებოდნენ უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მომლოცველებს, რომლებიც ათონზე იმყოფებოდნენ.

 „კარაკალის, თილოთეის, კონსტამონიტის, პანტელეიმონის, ჰილანდარის, ზოგრაფის დოჰიარის მონასტრები კატეგორიულად გამოდიან უკრაინის განხეთქილების აღიარების წინააღმდეგ. კერძო საუბრისას, უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების წინააღმდეგ აზრი გამოთქვა აგრეთვე ვატოპედის მონასტრის იღუმენმა ეფრემმმა. იგივე პოზოციაზეა ათონის მონასტერთა და სავანეთა პრაქტიკული უმრავლესობა“, - დაწერა ეპისკოპოსმა ვიქტორმა. 

 „საინტერესოა, რომ სიმონპეტრეს მონასტრის ბერებთან საუბრისას, რომლის იღუმენი მხარს უჭერს უკრაინაში  მართლმადიდებელ ეკლესიას, უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა ასეთი სიტყვები გაიგეს: „ჩვენ თქვენი გვესმის, მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგოთ’. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმონპეტრეს ბერებმა ისინი მიახვედრეს, რომ  გარკვეული გარემოებების მძევლები არიან, ამიტომ მათი „სიმპატიები“ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ნაკარნახევია სწორედ ასეთი გარემოებებით და არა საკუთარი მოსაზრებებით“, - დაამატა მან. 

ეპისკოპოსმა ვიქტორმა აღნიშნა, რომ ათონის მონასტრებში, კელიებში ან სავანეებში ყოფნის აუცილებელ პირობას უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის წევრობა წარმოადგენს, ამასთანავე ათონის ბერთა უმრავლესობა ძალიან უკმაყოფილოა უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა წმინდა მთაზე ყოფნის შესაძლო პერსპექტივის გამო და ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ  იმისთვის, რომ ეს არ დაუშვან. 

 „მაგალითად, კონსტამონიტის იღუმენი უარს ამბობს გასცეს დოკუმენტები უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა სახელზე, ხოლო კელიაში, რომელიც განთავსებულია უშუალოდ წმინდა ანას სავანესთან ახლოს, ჩვენს მომლოცველებს პირდაპირ ჰკითხეს, რომელ მიტროპოლიტს იხსენიებენ ისინი ღვთისმსახურების დროს. უნეტარესი ონოფრეს სახელის გაგებაზე, ბერებმა განაცხადეს, რომ ის ერთადერთი და კანონიკური მიტროპოლიტია კიევის, უკრაინის ეკლესიის წინამძღოლი“, - აღნიშნა მან.

ეპისკოპოსმა ვიქტორმა დაამატა, რომ საბერძნეთის სამღვდელოებისა და ერისკაცთა უმრავლესობა მკაცრად აკრიტიკებს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას.

 „საბერძნეთის მორწმუნეთა შორის უფრო მეტია ისეთი, ვინც შეცდომად თვლის ამ გადაწყვეტილებას. სწორედ ასეთმა პოზიციამ, როგორც ამბობენ ათონზე, გამოიწვია ის, რომ რუსეთის გაქრისტიანების 1033 წლისთავთან დაკავშირებულ ზეიმზე ელადის ეკლესიამ არ გააგზავნა კიევში თავისი წარმომადგენელი  უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მოწვევით“, - დაამატა მან. 

 „ცხადია, რომ ამ გზით, რომლითაც წავიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე, დრო კი არ კურნავს ამ ჭრილობას, არამედ მხოლოდ აღრმავებს მას. იმიტომ რომ, განკურნება შესაძლებელია მხოლოდ კრებითი გადაწყვეტილებით. მანამდე, სანამ ფანარზე ამას არ მიხვდებიან, მართლმადიდებელი ეკლესია იზარალებს განხეთქილების გამო“, - დაასკვნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა. 

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ეპისკოპოსმა ვიქტორმა განაცხადა, რომ დიდი ლიტანიობა - უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის დღეა.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

Читайте также

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus