მს სსუგ უფროსი და იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე ამანში ერთმანეთს შეხვდნენ

მიტროპოლიტი ილარიონი და პატრიარქი თეოფილე. ფოტო: mospat.ru

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილის კურთხევით მიტროპოლიტი ილარიონი( ალფეევი) საქმიანი ვიზიტით გაემგზავრა იორდანიაში.

2021 წლის 5 აგვისტოს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) შეხვდა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-ს , იუწყება მს სსუგ-ს პრეს-სამსახური.

შეხვედრა შედგა იორდანიის დედაქალაქ ამანში.

«მს სსუგ მეთაურმა მის უწმინდესობას მოსკოვის პატრიარქის გულითადი მოკითხვა გადასცა. საუბარი შეეხო საერთო ინტერესის მქონე ბევრ თემას, მათ შორის მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას კორონავირუსის პირობებში და მისი მოგვარების გზებს, რომლებიც ეკლესიის ჩვეულებრივ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას», – ნათქვამია მს სსუგ-ს განცხადებაში.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა მოსკოვის საპატრიარქოოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი.

ადრე მჟკ წერდა, რომ რუსეთის საპატრიარქო იმედს გამოთქვამს, რომ კარანტინის მოხსნის შემდეგ იქნება შეხვედრა  «ამანის ფორმატში».

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus