სილვესტერი: არ შეიძლება დაეთანხმო ფანარიონისგან წარმოჩენილ ხედვას ეკლესიაზე

ბელოგოროდის ეპისკოპოსი სილვესტერი (სტოიჩევი). ფოტო: pravlife.org

მსოფლიო მართლმადიდებლობის თანამედროვე კრიზისს საფუძვლად უდევს მსოფლიო ეკლესიაში პირველობის საკითხი, თვლის კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი.

ჩვენ ვერ დავეთანხმებით ეკლესიისა და ეკლესიური მოწყობის ამ  ხედვას, რომელსაც აქტიურად წარმოაჩენს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო. ამის შესახებ კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ბელოგოროდსკის ეპისკოპოსმა სილვესტრმა თქვა თავის მოხსენებაში „უკრაინაში პატრიარქ ბართლომეს ქმედებების შედეგად  შექმნილი სიტუაცია მსოფლიო მართლმადიდებლობაში და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნობის შესაძლო ღვაწლი მის გადასაჭრელად“  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნობის ყრილობაზე პოჩაევოს მიძინების ლავრაში.

იერარქის სიტყვებით, დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინის საეკლესიო კონფლიქტის უკან დგას სერიუზული უთანხმოებები  ეკლესიის ბუნებისა და მოწყობის საკითხთან დაკავშირებით.

„მსოფლიო მართლმადიდებლობის თანამედროვე კრიზისს საფუძვლად უდევს მრავალწლიანი პოლემიკა ეკლესიის შესახებ საღვთისმეტყველო სწავლების პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ბოლო ათწლეულების მანძილზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აქტიურად წარმოაჩენს ეკლესიისა და ეკლესიური მოწყობის ისეთ ხედვას, რომელსაც ვერ დავეთანხმებით. ეს კარგად უნდა გავიაზროთ“, - ხაზი გაუსვა მან. 

მან დაამატა, რომ თანამედროვე კამათის ზედაპირზე დევს  ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი, მაგრამ მას საფუძვლად უდევს  მსოფლიო ეკლესიაში პირველობის გაგების პრინციპული საკითხი.

„დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულ სტატუსს მსოფლიო ეკლესიაში, რომელიც გულისხმობს არა მარტო ე.წ. პატივის პირველობას, არამედ ხელისუფლების პირველობასაც. პატრიარქ ბართლომეს არაერთხელ განუცხადებია, რომ მას გააჩნია ახალი ავტოკეფალური ეკლესიებისთვის ტომოსების მინიჭების განსაკუთრებული უფლება, მას აქვს ექკლუზიური უფლება მიიღოს აპელაციები ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების კლირიკოსებისგან, აგრეთვე კანონიკური უფლება აქვს მთელ მართლმადიდებლურ დიასპორაზე. კონსტანტინოპოლის ტახტის პირველობის ამ დოქტრინას თავიანთ პუბლიკაციებში აქტიურად განავრცობენ ბერძენი წარმოშობის ღვთისმეტყველები <...>

პირველობის ასეთი გაგებით, ის არა ადამიანურს, არამედ ღვთიურ უფლებას მიეკუთვნება. ესე იგი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განსაკუთრბული  უფლებები  არა ადამიანური,  არამედ  ღვთიური  წარმომავლობისაა. აშკარაა, რომ ეს სწავლება მსოფლიო ეკლესიაში პირველობის შესახებ  უახლოვდება პირველობის კათოლიკურ გაგებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სწავლება პირველობაზე, რომელსაც აქტიურად უწევს პროპაგანდას კონსტანტინოპოლის ეკლესია, ე.წ. უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის წესდების დოკუმენტებში  და ე.წ. ავტოკეფალიის ტომოსში შევიდა“, - განმარტა ეპისკოპოსმა სილვესტრმა. 

შეგახსენებთ, რომ  მომხსენებელთა გამოსვლები უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზვნების ყრილობაზე, რომელიც შედგა 15 ივლისს პოჩაევოს ლავრაში, ვიდეოფორმატში ხელმისაწვდომია.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus