უკრაინაში ვიზიტი ბართლომეს,როგორც სულიერი ლიდერის სტატუსს დაწევს,- ექსპერტი

ვალენტინ რიბინი. ფოტო: скриншот видео с youtube-канала Перший Козацький

უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილეზე ვ. ზელენსკის მიერ პატრიარქ ბართლომეს მოწვევასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს სამართალდამცავი ვალენტინ რიბინი.

თუ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე პრეზიდენტის მოწვევას მიიღებს და უკრაინაში ჩამოვა, ეს მის, როგორც სულიერი ლიდერის დონეს დაწევს. ეს თვალსაზრისი გამოთქვა ცნობილმა კიეველმა სამართალდამცავმა ვალენტინ რიბინმა იანა ტოკსიურას პროგრამაში „რწმენის უფლება“. 

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს მეთაურს სულიერი ლიდერის მოწვევის უფლება უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის დღესასწაულზე, ექსპერტმა უპასუხა, რომ „ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ზელენსკის შეუძლია მოიწვიოს ყველა, ვისი მოწვევაც სურს, თუ ეს დაშვებულია შესაბამისი პროტოკოლით და შეესაბამება იმ ღონისძიების სულისკვეთებას, რომელიც უნდა ჩატარდეს“.

მაგრამ ამა თუ იმ კონფესიის სულიერი ლიდერის მოწვევა „იწვევს სახელმწიფოსა და რელიგიას შორის ურთიერთობების ჩაკეტვას“, - დაამატა მან. 

გარდა ამისა, თვლის ვალენტინ რიბინი, პრეზიდენტის დონე ამით არ ამაღლდება, ხოლო „სულიერი ლიდერის დონე, რომელიც პრეზიდენტის მოწვევას იღებს,  გარკვეულწილად დაბლა იწევს“.

„სულიერმა  ლიდერმა ხომ ზუსტად იცის ეკლესიასა და ხალხს შორის, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულების შესახებ. ჯერ ერთი, ყველაზე საინტერესოა საკითხის განხილვა ბართლომეს თანხმობის პრიზმაში, რომ ჩამოვიდეს უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავთან დაკავშირებით“, - განმარტა მან. 

ექსპერტის აზრით, ამ ვიზიტისგან არ უნდა ველოდოთ რაღაც დადებით შედეგს და ამასთან დაკავშირებით ჩნდება ერთი კითხვა: „ნუთუ სულიერი ლიდერის ქმედებები შეიძლება იყოს მიმართული ეკლესიასა და ადამიანს შორის ურთიერთობის გაუარესებაზე?“.

მანამდე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში იუწყებოდნენ, რომ მისი ოფიციალური წარმომადგენლები არ მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებებში, სადაც  კონსტანტინოპოლის პატრიარქი დაესწრება.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus