უკრაინის ბ-კე: გადავიდეთ ახალ კალენდარზე მართლმადიდებელ ძმებთან ერთად

02 აგვისტო 2021 23:55
14
უკრაინის ბ-კე-ს ხელმძღვანელი სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: СПЖ უკრაინის ბ-კე-ს ხელმძღვანელი სვიატოსლავ შევჩუკი. ფოტო: СПЖ

ახლო მომავალში სვიატოსლავ შევჩუკი არ ხედავს მასშტაბური კალენდარული რეფორმების პერსპექტივებს უკრაინაში,რადგან ეს საკითხი ხალხში გაერთიანებას კი არა, განხეთქილებას იწვევს.

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე გადავა, ამას მართლმადიდებელ ძმებთან ერთად განახორციელებს, იუწყება უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის პრეს-სამსახური.

ზარვანიცაში მოლოცვის დროს, ახალგაზრდობის კითხვაზე კალენდრის რეფორმის შესახებ, სვიატოსლავ შევჩუკმა აღნიშნა, რომ  ბერძენი კათოლიკები უკრაინაში მართლმადიდებლებთან ერთად აღნიშნავენ შობას და აღდგომას, თუ კალენდარი შეიცვლება, ამას ერთად განახორციელებენ. 

შევჩუკი ყვებოდა, რომ როდესაც ის არგენტინაში იყო ეპისკოპოსად, ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის არგენტინის ეპარქიაში არასდროს არ ყოფილა იულიანული კალენდარი და როდესაც უკრაინული მოსახლეობა იქ ჩავიდა, პირდაპირ გრიგორიანულზე გადავიდნენ. იტალიაშიც ასე მოხდა, პორტუგალიაშიც, ესპანეთშიც.

მისი სიტყვებით, ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან ამ ქვეყნებში უკრაინელი უნიატები რელიგიურ უმცირესობას წარმოადგენენ, ამიტომ ფეხი უნდა აუწყო იმ საზოგადოებას, სადაც ხალხი ცხოვრობს.

„მაგრამ უკრაინაში სხვა სიტუაციაა. კალენდრის რეფორმის საკითხი ეს ის საკითხია, რომელიც  გაერთიანებას კი არა, განხეთქილებას იწვევს. ამას ამბობენ როგორც მართლმადიდებელი, ასევე ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები. ამიტომ ვერ ვხედავ უკრაინაში ახლო პერსპექტივაში მასშტაბული კალენდრის რეფორმის შესაძლებლობას“, - დაამატა მან. 

შევჩუკი თვლის, რომ კალენდრის რეფორმა - ყოველთვის სიმტკიცის გამოცდაა.

„იმ  მართლმადიდებელმა  ეკლესიებმაც კი (ბულგარეთის, საბერძნეთის), რომლებმაც ის შექმნეს, საეკლესიო განხეთქითქილებები გადაიტანეს. ყოველთვის არის დაჯგუფებები, რომლებიც მხარს არ უჭერენ ამას. დღეს ჩვენს საზოგადოებაში არაერთი განხეთქილება და გაყოფაა, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ არ გადავდგათ ხელოვნური ნაბიჯები, რომლებიც  ჩვენს ხალხში უფრო მეტ გაყოფას გამოიწვევენ“, - აღნიშნა მან. 

უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა  კალენდრის რეფორმა მომლოვცელებს შეადარა, რომლებიც მოსალოცად  დადიან. მისი სიტყვებით, ჯგუფში ყოველთვის არის  ვინმე, ვინც წინ მიდის, უფრო სწრაფად, არიან ისინიც, ვინც უკანაა, ხოლო მომლოცველთა გამცილებლის ამოცანაა, რომ ყველა ერთად მიდიოდეს.

„ისინი, ვისაც სწრაფი კალენდრის რეფორმა სურს, ამბობენ: დაიცადეთ, რადგან ყველა ვერ გეწევათ. ისინი კი, ვინც ფიქრობს, რომ კალენდარი რწმენის დოგმაა და ხელშეუხებელი, ამბობენ, რომ ეს ასეა. არ ჩამორჩეთ... აი ასე ვლოცულობთ. ერთად დავდივართ. ვფიქრობ, ეკლესია არ დაკარგავს ავტორიტეტს, თუ მხოლოდ რაღაც იდეებს არ გამოეკიდება. ჩვენ ხალხის სიკეთეზე ვიზრუნებთ. პირველებსაც შევისმენთ და ბოლოებსაც“, - დაასკვნა მან.

როგორც მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ზელენსკიმ სახელმწიფო ჯილდო გადასცა  უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაურს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ