მოკეტეთ პირი: პატრიარქ ბართლომესთან მიმართეს უმე-ს იერარქებს

პატრიარქი ბართლომე. ფოტო: Православие.ру

ფანარიონის იერარქი აღაშფოთა "უმადურობამ" იმათი მხრიდან, ვინც "ყველაფერში დავალებულია კონსტანტინოპოლისგან",მოითხოვა  შეწყდეს "სიძულვილი და ამპარტავნება" .

ხელები შორს საპატრიარქოსგან და მოკეტეთ პირები,- ასე მიმართა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს დარკიის მიტროპოლიტმა, ფანარიონის წარმომადგენელმა აპოსტოლმა (დანილიდისი), მასმედიაში გავრცელებულ რაღაც "ანტისაეკლესიო და ანტიბერძნულ გამონათქვამებზე" რეაგირებისას.

მრისხანე კომენტარი სათაურით "საკმარისია, რუსეთის იერარქიის  ყოფნა უკრაინაში!" გამოაქვეყნა რესურსმა Orthodox Times პარასკევს, 30 ივლისს.

ფანარიონის იერარქი აღშფოთდა, რომ უმე-ში "ამაყობენ ქრისტიანობის მიღების 1033-წლისთავით", მაგრამ არ ახსენებენ, ვისი წყალობით მოხდა ეს.

"ზიზღით ვკითხულობ მასმედიაში გამოქვეყნებულ ეკლესიისა და საბერძნეთის საწინააღმდეგო გამონათქვამებს უკრაინაში რუსეთის წარმომადგენლების მხრიდან და სამართლიანი რისხვის მდგომარეობაში ვპასუხობ: მოკეტეთ პირი და ხელები შორს იმათი მემკვიდრეებისგან, ვინც გაგხადათ თქვენ ქრისტიანები! თქვენ ყველაფრით დავალებული ხართ იმათგან, ვისაც აგდებულად უწოდებთ სტამბოლს! ჩვენთვის ის ერთადერთი ქალაქია, რომელიც დგას აქ საუკუნეებია და მხოლოდ სიკეთეს გჩუქნით თქვენ ყველას, ვინც დღესასწაულობთ ქრისტიანობის მიღების 1033-წლისთავს, მაგრამ ამავე დროს არსად არ არის ნახსენები, ვინ მოგნათლათ და მოგცათ თქვენ ის, რითაც ახლა ასე ამაყობთ.

ჩვენ მოგეცით თქვენ რჩევა- თქვენ დაგვიბრუნეთ ის სიბნელით გარემოცული! ჩვენ მოგეცით თქვენ მადლი-თქვენ გვპასუხობთ უმადურებით! ჩვენ მოგიტანეთ თქვენ კულტურა - თქვენ შეურაცხყოფას გვაყენებთ!" დაწერა კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენელმა.

ასევე მან განაცხადა, რომ უმე არა ეკლესია, არამედ "თანამედროვე პროტესტანტიზმია" და მოითხოვა არამარტო "სერიოზულად შეისწავლონ  თავმდაბლობა და მორჩილება", არამედ  "ისწავლოთ როგორ ასწავლო იმათგან, ვინც გაზიარათ თქვენ ქრისტიანობას".

"შეწყვიტეთ ბოლოს და ბოლოს თქვენი სიბრაზე, სიძულვილი და ამპარტავნება. კეთილ განათლებას გისურვებთ!"- დაასკვნა ფანარიონის იერარქმა.

ადრე უმე-ში გასაჯაროვდა ბერ-მონაზონთა მიმართვა პატრიარქ ბართლომესადმი, რომელიც მიღებულ იქნა ყრილობაზე პოჩაევოში. ფანარიონის მეთაურს მოუწოდეს შეეფასებინა მისი ქმედებების შედეგები უმე-ს კანონიკურობის მიმართ და გადაეხედა გადაწყვეტილებები, რომლებმაც განხეთქილების პროვოცირება მოახდინეს, რათა არ შესულიყო მართლმადიდებლობის ისტორიაში როგორც ეკლესიის მოღალატე.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
14%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
86%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 7

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus