ჩვენ უნეტარესი ონოფრეს და უმე-ს ერთგულები უნდა ვიყოთ -კვიპროსის ეკ. იერარქი

04 აგვისტო 2021 18:08
26
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე. ფოტო: pravoslavie.ru ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე. ფოტო: pravoslavie.ru

კვიპროსის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ღელავს ხალხის დარჩენის გამო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში.

უნდა დავრჩეთ  უკრაინის კანონიკური ეკლესიის ერთგულნი უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს მეთაურობით, თქვა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქმა, ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ (ნიკოლაუ) არხის «Перший незалежний» ეთერში.

„ჩვენ უნდა დავრჩეთ  უკრაინის კანონიკური ეკლესიის ერთგულნი კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონოფრეს მეთაურობით, - ხაზი გაუსვა მან. - ეს ის მოცემულობაა, რომლის ერთგულნი ჩვენ უნდა ვიყოთ“.

მიტროპოლიტმა ათანასემ აღნიშნა, რომ კვიპროსში ლოცულობენ უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესიისთვის.  

„ჩვენი ზრუნვა ხალხზე - ეს ზრუნვაა იმაზე, რომ ხალხი დარჩეს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში, - თქვა მეუფემ. - ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი  ეკლესია მხოლოდ მიტროპოლიტ ონოფრეს სახით არის.   

არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სხვადასხვა წუხილსა და ზრუნვას, ჩვენ უნდა ვხედავდეთ წამებულებს, მოწმობებს, რომლებიც მეტყველებენ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი რწმენაზე. მოწმობა გვეხმარება ყველა ცდუნების დაძლევაში, რომლებიც ეკლესიაში წარმოიქმნებიან. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენი ეკლესიის ერთგულები უნდა დავრჩეთ“.

იერარქმა მოუწოდა „რწმენისკენ, რომ შავი ღრუბელი გადაივლის და ქრისტე აღამაღლებს ჩვენს ეკლესიას და დაძლევს ყველა განსაცდელს, რომლებიც ახლა უკრაინას აქვს“.

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, სერბეთის იერარქმა განაცხადა, რომ სიტუაცია კიევში საფრთხეს უქმნის სხვა ადგილობრივ ეკლესიებსაც.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ