უმე-ს გაერთიანებამ მოიგო აპელაცია მეუ-ში „გადასვლის“ საქმეზე

ჩერნოვიცკის მხარის სოფელ ზადუბროვკაში მდებარე მთავარანგელოზი მიქაელის სახელობის უმე-ს ტაძარი. ფოტო: pravlife.org

უმე-ს მორწმუნეებმა შეიტანეს აპელაცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღეს მეუ-ს სასარგებლოდ და ფაქტიურად დააკანონეს მათი სამრევლოს რეიდერული მიტაცება.

2021 წლის 29 ივლისს ჩერნოვიცკის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ზასტანოვსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩერნოვიცკის ოლქის სოფელ ზადუბროვსკის რელიგიური გაერთიანების „გადასვლის“ საქმეზე, რომელიც უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ იყო მიღებული. ამის შესახებ იუწყებოდნენ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის  ზადუბროვსკის გაერთიანების  Facebook-გვერდზე.

12 მაისს პირველი ინსტაციის სასამართლომ უარი თქვა კანონიკური ეკლესიის გაერთიანების უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიაში  გადარეგისტრირების გაუქმებაზე, რითაც ფაქტიურად დააკანონა  რეიდერული მიტაცების ფაქტი. 

მორწმუნეები ამას არ ეთანხმებოდნენ და სასამართლოში სააპელაციო საჩივრები გაგზავნეს თხოვნით, რომ გააუქმონ ეს გადაწყვეტილება, დახურონ წარმოება, საქმე კი კიევის  სამეურნეო სასამართლოში გაგზავნონ. 

ჩერნოვიცკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №716/741/20, რომელიც უარყოფს უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, გამოქვეყნებული იქნება კანონით დადგენილ ვადებში.  

როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, ზადუბროვკაში უკრაინის   მართლმადიდებელი ეკლესიის დევნილი გაერთიანების წევრები მესამე წელია ტაძარს რეიდერებისგან იცავენ და ყრილობაზე «Верные» (ერთგულები) დაწვრილებით ყვებოდნენ უკრაინაში  მართლმადიდებელი ეკლესიის მებრძოლთა შეტევის შესახებ.

თუ შეცდომა შეამჩნიეთ, მონიშნეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl Enter- ს, რომ შეატყობინოთ ამის შესახებ რედაქციას.

გამოკითხვა

უნდა მოუწოდოს თუ არა მღვდელმსახურმა მრევლს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ?
დიახ, ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ზრუნავენ მრევლის ჯანმრთელობაზე
0%
არა, ეს წმინდა სამედიცინო საკითხია, ეკლესია აქ არაფერ შუაშია
100%
ჩემთვის სულ ერთია
0%
სულ ხმა მისცა: 4

იუმორი

გაკვეთილზე მასწავლებელი სვამს კითხვას:

– ბავშვებო! დაასახელეთ რომელიმე სასწაული?

გოგონა, რომელიც იზრდებოდა ქრისტიანულ ოჯახში, სწევს ხელს. მასწავლებელი მას ეკითხება.

– სასწაული იყო, როდესაც ღმერთმა ებრაელები გამოიყვანა წითელი ძღვიდან.

ეტყობა ურწმუნო მასწავლებელი პასუხობს:

– ამას არ შეიძლება ეწოდოს სასწაული. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროს იმ ადგილზე წყალი მუხლებამდე იყო და ზღვის გადმოლახვა ნებისმიერს შეეძლო.

მასწავლებელი აგრძელებს კითხვის დასმას:

– ბავშვებო! ვინმეს შეუძლია მითხრას რაიმე სასწაული?

ისევ ის გოგონა სწევს ხელს. მასწავლებული იძულებული ისევ ჰკითხოს მას.

– სასწაული იყო,როდესაც ფარაონის ყველა მხლებლები წყალში ჩაიძირნენ, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდათ.

 

არქივი

Система Orphus