ზელენსკის დროს პოლიტიკის ანტიეკლესიური ვექტორი არ შეცვლილა,- უმე-ს იერარქი

30 ივლისი 2021 23:50
25
ჩერკასისა და კანევსკის ეპისკოპოსი თეოდოსი : cherkasy.church.ua ჩერკასისა და კანევსკის ეპისკოპოსი თეოდოსი : cherkasy.church.ua

თუმცა სიტუაციის დაძაბულობა შენელდა, მაგრამ ხელისუფლების პოლიტიკა ეკლესიის მიმართ ზელენსკის დროს არ შეცვლილა, აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა თეოდოსმა.

ზელენსკის დროს შენელდა ხელისუფლების ანტისაეკლესიო  განწყობა, თუმცა სიმხურვალე შეიძლება აიწიოს ნებისმიერ მომენტში, რადგან პოლიტიკის ვექტორი უმე-ს წინააღმდეგ არ შეცვლილა, თქვა ჩერკასკისა და კანევსკის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსმა (სნიგირიოვი)  ეთერში არხისათვის «Перший незалежний».

"პოლიტიკური ვექტორი არ შეცვლილა,- უპასუხა იერარქმა ჟურნალისტს კითხვაზე შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება ეკლესიისადმი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.- სიტუაციის დაძაბულობა შენელდა. მაგრამ სიმხურვალემ შეიძლება მოიმატოს და ეს აშკარაა. ხოლო ვექტორი საერთოდ არ შეცვლილა".

მეუფე თეოდოსი თავისი თეზისის ილუსტრირება მოახდინა კონკრეტული ფაქტებით.

"არ გაუქმებულა ანტისაეკლესიო კანონები,-აღნიშნა მან. - კონკრეტულად უმე-ს წინააღმდეგ ანტისაეკლესიო პროპაგანდა საზოგადოებაში გრძელდებაზოგიერთი კონკრეტული  მასმედიის მიერ. იქმნება მტრის ხატი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მორმუნეების სახით, თუმცა ჩვენი ეკლესიის ყოველი მორწმუნე- ეს უკრაინის ისეთივე მოქალაქეა,   თავისი უფლებებით არა მარტო რელიგიური რწმენის თავისუფლებლების მხრივ, არამედ სამოქალაქო უფლებებითაც".

როგორც მჟკ იუწყებოდა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ  ლიტანიობაზე 27 ივლისს ჩამოიყვანეს ხალხი და არაფრის ორგანიზება არ მოუხდენიათ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ